სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამის შესახებ ინფორმაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ გაავრცელა.
34 წლის სპორტსმენმა სპორტის არბიტრაჟის ანტიდოპინგური განყოფილების (CAS ADD) 2024 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.
"საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA) ადრე უკვე გაავრცელა ინფორმაცია სერბ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის შესახებ, რომელსაც ITA-მ ბრალი წაუყენა ანტიდოპინგური წესების რამდენიმე დარღვევაში, რაც ეფუძნება 2021 წლის 27 მაისს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინა პერიოდში შარდის ჩანაცვლების გამოყენებას და 2022 წლის 6 იანვარს შეჯიბრების გარეშე დოპონგ-კონტროლის გამოტოვებას და ამასთან დაკავშირებით ყალბი ვიდეოს გამოყენებას".
შეგახსენებთ, 2024 წლის 19 სექტემბერს CAS ADD-მა დათუნაშვილი 5 წლით ჩამოაშორა შეჯიბრებებს. სპორტსმენის მიერ ნაჩვენები ყველა შედეგი 2021 წლის 27 მაისიდან 2023 წლის 11 აპრილამდე პერიოდში ანულირებულია.
შედეგად, დათუნაშვილს ჩამოერთვა 2021 წელს ოსლოსა და 2022 წელს ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედლები, ასევე 2021 წელს მოგებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაო.
"ინტერპრესნიუსი"
ცნობისთვის, დათუნაშვილი საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახლდათ, ის საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ორჯერ გახდა. საქართველოს ჭიდაობის იმდროინდელ პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის გამო, დათუნაშვილი 2020 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობდა.
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პ