ფულადი საჩუქარი მშობლებისგან, ოჯახი და გზა მინისტრობიდან მინისტრის მრჩევლობამდე - რა ქონებას ფლობს ოთარ დანელია? - კვირის პალიტრა

ფულადი საჩუქარი მშობლებისგან, ოჯახი და გზა მინისტრობიდან მინისტრის მრჩევლობამდე - რა ქონებას ფლობს ოთარ დანელია?

ოთარ და­ნე­ლი­ას მე­უღ­ლე მე­რი­კო ჩი­ქო­ბა­ვა, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2024 წელს შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში, უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს, დაჩი, ანი­ტა და ვი­ვი­ე­ნი. მე­სა­მე გო­გო­ნა (ვი­ვი­ე­ნი) ნიუ-იორკში და­ი­ბა­და, 2025 წელს.

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი უქ­მდე­ბა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ საქ­მი­ა­ნო­ბას კი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ოთარ და­ნე­ლი­ას, ის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა. შე­დე­გად, ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის სტა­ტუ­სი გა­უქ­მე­ბუ­ლია.

ოთარ და­ნე­ლია პო­ლი­ტი­კა­ში 2013 წლი­დან გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ფი­ნან­სო და ლო­ჯის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა. 2014 წელს ჯერ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, შემ­დეგ მი­ნის­ტრი გახ­და, სა­დაც 2016 წლამ­დე გა­აგ­რძე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა. 2016-2020 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო. 2020 წლი­დან 2021 წლამ­დე მი­ნე­რა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოს­ტი ეკა­ვა. 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან კი ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის პოსტზე გა­აგ­რძე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ოთარ და­ნე­ლი­ას მე­უღ­ლე მე­რი­კო ჩი­ქო­ბა­ვა, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2024 წელს შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში, უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს, დაჩი, ანი­ტა და ვი­ვი­ე­ნი. მე­სა­მე გო­გო­ნა (ვი­ვი­ე­ნი) ნიუ-იორკში და­ი­ბა­და, 2025 წელს.

“ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი” და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნებს ფლობს ოთარ და­ნე­ლია.

ყო­ფილ­მა ბიზ­ნე­სომ­ბუდსმენ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში შე­ავ­სო.

2022 წელს, 148 000 აშშ დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი, 84.3 კვ.მ ბინა ბა­თუმ­ში; ასვე, ავ­ტო­ფა­რე­ხი, რო­მელ­შიც 14 500 დო­ლა­რი აქვს გა­დახ­დი­ლი; გარ­და ამი­სა, 880კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში, რა­შიც 2022 წელს 30 000 ლარი გა­და­ი­ხა­და. ასე­ვე, მის სა­კუთ­რე­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი “ია­გუ­ა­რი”, რო­მე­ლიც 2022 წელს 11 500 ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი ვრცლად