პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს

პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დევიძე პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

ის პარლამენტთან განთავსებულ ე.წ. კუნძულზე იდგა, როდესაც პოლიციამ მას ჩამოსვლა მოსთხოვა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქტივისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პოლიციამ დევიძე დაკავების მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"