ზურა დათუნაშვილი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ვიდეომიმართვით ეხმაურება - კვირის პალიტრა

ზურა დათუნაშვილი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ვიდეომიმართვით ეხმაურება

ზურა დათუნაშვილი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ვიდეომიმართვით ეხმაურება.

ცნობისთვის, ზურაბ დათუნაშვილს მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები ჩამოართვეს.

34 წლის სპორ­ტსმენ­მა სპორ­ტის არ­ბიტ­რა­ჟის ან­ტი­დო­პინ­გუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის (CAS ADD) 2024 წლის 19 სექ­ტემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სპორ­ტის სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლომ გა­ავ­რცე­ლა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ტეს­ტი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ (ITA) ადრე უკვე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია სერბ მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ITA-მ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა ან­ტი­დო­პინ­გუ­რი წე­სე­ბის რამ­დე­ნი­მე დარ­ღვე­ვა­ში, რაც ეფუძ­ნე­ბა 2021 წლის 27 მა­ისს ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში შარ­დის ჩა­ნაც­ვლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და 2022 წლის 6 იან­ვარს შე­ჯიბ­რე­ბის გა­რე­შე დო­პონგ-კონ­ტრო­ლის გა­მო­ტო­ვე­ბას და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყალ­ბი ვი­დე­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას".

შე­გახ­სე­ნებთ, 2024 წლის 19 სექ­ტემ­ბერს CAS ADD-მა და­თუ­ნაშ­ვი­ლი 5 წლით ჩა­მო­ა­შო­რა შე­ჯიბ­რე­ბებს. სპორ­ტსმე­ნის მიერ ნაჩ­ვე­ნე­ბი ყვე­ლა შე­დე­გი 2021 წლის 27 მა­ი­სი­დან 2023 წლის 11 აპ­რი­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში ანუ­ლი­რე­ბუ­ლია