"შენნაირი ვაჟკაცი კაცი და ადამიანი მე აღარ შემხვდება..." - ტრაგედია ბათუმში: ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"შენნაირი ვაჟკაცი კაცი და ადამიანი მე აღარ შემხვდება..." - ტრაგედია ბათუმში: ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვლი­ლი 38 წლის გიგა ძნე­ლა­ძეა.

გიგას გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მასზე ყველა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით საუბრობს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ახლობლებისა და ოჯახის წევრების პოსტები:

"შენნაირი ვაჟკაცი კაცი და ადამიანი მე აღარ შემხვდება, მე შეგისრულებ პირობას რაც მოგეცი მა" - წერს გიგა ძნელაძს ვაჟი.

"ბოდიში ჩემო კეთილო ძამიკო, რომ ვერ გაცილებ ბოლო გზაზე. მომენატრები, მომენატრები ისე რო წარმოდგენაც არ მინდა ,მაგრამ მომიწევს ამ გზის გავლა,მომენატრება შენი ბუზღუნი,შენი სიცილი,მომენატრება ის დღეები სულ რომ გეჩქარებოდა სადღაც, მიყვარხარ ჩემო გიგა. ძაან დამაკლდი..მომენატრები ძამიკო" - წერს გიგას ძმა სოციალურ ქსელში.

შსს-მ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.