რას პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი შალვა რამიშვილს, რომელმაც მას და გიგა ბოკერიას "ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ბასტიონი" უწოდა - კვირის პალიტრა

რას პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი შალვა რამიშვილს, რომელმაც მას და გიგა ბოკერიას "ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ბასტიონი" უწოდა

"შალვა რამიშვილი თავს იმართლებს, რომ ამიკვიატა - რომ ჩერგოლეიშვილი და ბოკერია იმიტომ ავიკვიატე, რომ ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ბასტიონიაო (თორეო, ისეო კი არ მევასებაო)", - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მაგრამო, თან ბევრი არაფერი აღარ შეუძლიათ - ბოლოს კლინტონთან იჯდა და სადღაა კლინტონიო...არა შალვა GESHLEBA, ბოლოს ტრამპ ჯუნიორის სტუმრები ვიყავით წინა საინაგურაციო მიღებაზე (18.01.25) და ასევე, ტრამპის მეგადონორების სტუმრები - სადაც კონგრესის სპიკერ ჯონსონთან ერთად ვსვამდით შამპანურს (19.01.25).

დამთხვევაა, რომ გუშინ ჩავწერე ვიდეო, რატომ ვერ შეეეტენა ივანიშვილი ტრამპს - ორბანს, და ალიევს თუ ხვდება, ივანიშვილმა რა დააშავა? აჰმედ ალ შარას და პუტინს თუ ელაპარაკება, ივანიშვილმა რა დააშავა? სიძინ პინს და კიმ ჩენ უნს თუ აქებს, ბიძინა ივანიშვილმა რა დააშავა?

ხოდა აი დღეს საღამოს დაიდება", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"პოსტივის" წამყვანმა შალვა რამიშვილმა გუშინ დაწერა.

"ჩერგოზე მინდა გითხრათ. ერთი შეხედვით ახირებაა, მისი ამოჩემება ჩემს მიერ. არც თუ ისე ახალგაზრდა , ლუზერი, ფსიქიკური აშლილობით (დიაგნოზი ზუსტად არ ვიცი) . ყველგან სადაც იყო იმ დაწესებულებებისა თუ პარტიების ანიჰილაცია გამოიწვია. ერთი საბრალო ქალია. არაფრის დაშავების თავი არა აქვს. უინტერესოა. მაგრამ მთლად ასე არაა

ჩერგო და გიგა განასახიერებენ ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ბასტიონს საქართველოში, რეიგანისა და ზოგადად აშშ ს თავგადაკლულ ფანებს. ჩერგოს ყველაზე ნათელი მომენტი იყო როცა ჰილარისთან ერთად პანელზე იდგა (ან იჯდა)! სადაა ჰილარი, სადაა საერთოდ დემოკრატიული პარტია - ევას პავაროტში. სხვა ამერიკა იშვა და ლიბერალური დემოკრატიაც დასრულდა. მაგრამ როგორც ყველა სექტანტს ჩერგოგიგას ამის არ სჯერავთ. რაღაცეებს ფაფხურობენ, პარტიულობანას თამაშობენ, მიკრონებში გაზომვად რეიტინგებში ფართხალებენ და ეს ხდება უდიდესი აპლომბით, აროგანტულად.

წუმპეში ბაყაყები რო იჯდნენ და ეგონოთ რომ თავისი ყიყინით დედამიწას ატრიალებენ- ზუსტად ეგ სურათია.ძალიან საინტერესოა ასეთ სახეობაზე დაკვირვება წმინდა საბუნებისმეტყველო კუთხით. საინტერესოა სად გაასხავენ როცა რეალობა მწარედ ჩაჰკრავს თავში? მაგრამ ეგ ბიფურკაციის წერტილი უკვე ჩავლილი აქვთ ჩემი აზრით. ვნახოთ... დავაკვირდეთ", - წერს რამიშვილი.