ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი - კვირის პალიტრა

ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი

ჩინეთში მატარებელი რკინიგზის მუშებს შეეჯახა, დაღუპულია 11 ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი ქალაქ კუნმინში მიწისძვრის დასაფიქსირებელ მოწყობილობას ამოწმებდა, როდესაც მუშებს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"