"მასშტაბური ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ, დაუდევრობაა" - დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, დამწვარია 7 კორპუსი (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"მასშტაბური ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ, დაუდევრობაა" - დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, დამწვარია 7 კორპუსი (ფოტოები)

ჰონგ-კონ­გის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექს Wang Fuk Court-ში მომ­ხდა­რი მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრის შე­დე­გად, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 44 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო ასო­ბით კვლავ უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

screenshot-2025-11-27-111311-1764227644.png

ჰონგ-კონ­გის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სამი პირი და­ა­კა­ვა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი – 52-დან 68 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცე­ბი იმ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ, რო­მე­ლიც კომ­პლექსში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებ­და. ორი და­კა­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია, ერთი კი სა­ინ­ჟინ­რო კონ­სულ­ტან­ტი.

screenshot-2025-11-27-111223-1764227643.png

"გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა უხე­ში და­უ­დევ­რო­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ეს ტრა­გე­დია და გა­მო­იწ­ვია ხან­ძრის უკონ­ტრო­ლო გავ­რცე­ლე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მას­შტა­ბუ­რი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და“, – გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. გააგრძელეთ კითხვა

screenshot-2025-11-27-111215-1764227643.png