შავი მაგია, ჯადოსნურ რიტუალები, მკვლელობები და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა? - რას ეჭვობენ სიერა-ლეონეში?
სიერა-ლეონეში ოჯახები საყვარელი ადამიანებს გლოვობენ. არსებობს ეჭვი, რომ ეს დანაშაულები ჯადოსნურ რიტუალებს უკავშირდება. მსხვერპლთა სხეულებს ნაწილ-ნაწილ ყიდიან, რის გამოც ნათესავებს დაკრძალვის შესაძლებლობაც კი არ აქვთ. სანამ აფრიკული ქვეყნის მცხოვრებლები დაღუპულებს გლოვობენ, BBC Africa Eye ცდილობს დაადგინოს, ვინ დგას ამ სისხლიანი დანაშაულებისა და სხეულებით ვაჭრობის უკან.

გაუხსნელი საქმეები
სალლაი კალოკოხი, 11 წლის ბიჭის დედაა. ბავშვი ოთხი წლის წინ სავარაუდოდ რიტუალური მსხვერპლშეწირვის მიზნით მოკლეს. ქალი ამბობს, რომ მისი შვილის სიკვდილისთვის დღემდე არავინ დასჯილა.
კალოკოხის თქმით, მისი შვილი, პაპაიო, ბაზარში თევზის გასაყიდად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ორკვირიანი ძებნის შემდეგ, მისი დასახიჩრებული ცხედარი ჭის ფსკერზე იპოვეს – მას სასიცოცხლო ორგანოები, თვალები და ერთი ხელი მოჭრილი ჰქონდა. გააგრძელეთ კითხვა