"ვიღაცას რაღაც არ მოეწონა და გადაწყვიტა, რომ როგორც ერთეულს არ უნდა მეარსება" - რას ჰყვება მაია ბარათაშვილი? - კვირის პალიტრა

"ვიღაცას რაღაც არ მოეწონა და გადაწყვიტა, რომ როგორც ერთეულს არ უნდა მეარსება" - რას ჰყვება მაია ბარათაშვილი?

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს" მო­რი­გი სტუ­მა­რია მომ­ღე­რა­ლი, თბი­ლი­სის ბიგ-ბენ­დის სო­ლის­ტი მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს" სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი ქვე­მოთ მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

ლი­ლი­კო:

- კა­რი­ე­რის გა­რიჟ­რაჟ­ზე, წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის წინ თქვე­ნი ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნე­ბო­და? რას გა­ნიც­დით ახლა, რო­დე­საც ეს ვარ­სკვლა­ვი უკვე არ­სე­ბობს?

526890738-10163367381491125-7108125452146507890-n-1764237569.jpg

- რო­დე­საც პა­ტა­რა გო­გო­ნა ვი­ყა­ვი, ასე 8-9 წლის, ძი­ლის წინ ვდგამ­დი ხოლ­მე ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტას, რო­მელ­ზეც ელა ფიცჯერალდი იყო ჩა­წე­რი­ლი, ის ჩიკ ვე­ბის ბენდთან მღე­რო­და. მერე თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი, წარ­მო­სახ­ვით ელა ფი­ცჯე­რალ­დი კად­რი­დან გა­დი­ო­და და სა­კუ­თარ თავს ვა­ყე­ნებ­დი ჩიკ ვე­ბის ბენდთან ფრონ­ტა­ლურ სცე­ნა­ზე და ეს იყო პა­ტა­რა გო­გოს ძა­ლი­ან დიდი ოც­ნე­ბა. არ ვი­ცო­დი, ის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და თუ არა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ადა­მი­ანს როცა დიდი სურ­ვი­ლე­ბი აქვს, იმ სურ­ვი­ლე­ბის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს და ასე ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ხდე­ბა. გა­ვი­და 20 წე­ლი­წა­დი და მარ­თლა გავ­ხდი თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო ორ­კესტრის თბი­ლი­სის ბიგ-ბენ­დის სო­ლის­ტი. ასე რომ, ეს ოც­ნე­ბა ამიხ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი სა­კონ­ცერ­ტო ცხოვ­რე­ბა მქონ­და. მოვ­ხვდი „და­თოს ჯაზ-კლუბ­ში,“ სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო და 2020 წელს ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ გა­იხ­სნა ჩემი ვარ­სკვლა­ვი. ასე რომ, არას­დროს შე­გე­შინ­დეთ ოც­ნე­ბის, ყო­ველ­თვის წარ­მო­იდ­გი­ნეთ ის, რისი მიღ­წე­ვაც გინ­დათ და თუ ეს ღმერ­თის ნე­ბაც არის, ღმერ­თი აუ­ცი­ლებ­ლად აგიხ­დენთ სურ­ვილს და ოც­ნე­ბას.

maiabaratashvili-1758043848.jpeg

ვინი:

- რო­გორ ფიქ­რობთ, ბევ­რი კრი­ტი­კო­სი გყავთ? რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კრი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ?

- რა თქმა უნდა, ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ბევ­რი კრი­ტი­კო­სი ჰყავს. რო­დე­საც სცე­ნა­ზე, 10.000-ობით ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი ნერ­ვი­ვით მგრძნო­ბი­ა­რე გა­მო­დი­ხარ, თი­თო­ე­უ­ლი შენი ქმე­დე­ბა გა­მა­დი­დე­ბელ ლუ­პა­ში გა­დის. არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლას მოს­წონ­დე, იქ არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის, ასე­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მსმე­ნე­ლის აზრი, იმა­საც ვუშ­ვებ, რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, ვი­საც შე­საძ­ლოა არ მოს­წონ­დეს ის, რა­საც აკე­თებ. მაგ­რამ ფაქ­ტი, რომ ჯერ კი­დევ ორ­ბი­ტა­ზე ვარ და ვმუ­შა­ობ, სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, რომ არის ჯგუ­ფე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რო­მელ­თაც მოს­წონთ ის, რი­თაც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... თუკი კრი­ტი­კა არის დე­ლი­კა­ტუ­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­გან სწო­რა­დაა მო­წო­დე­ბუ­ლი და არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის დე­მო­ტი­ვა­ცი­ას, მა­შინ ის პრო­ფე­სი­ო­ნალს უკე­თესს გახ­დის.

maia-baratashvili-1764237674.jpg

ასე­თი კრი­ტი­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარს... მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უკვე გა­მიც­ნეს, ვი­ღა­ცას რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა და გა­და­წყვი­ტა, რომ რო­გორც ერ­თე­ულს არ უნდა მე­არ­სე­ბა. ბევ­რი ეცა­და, ეს გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამა­ში „მოგ­ზა­უ­რო­ბა“. ისიც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რო­გორ დავძლიე ეს ამო­ცა­ნა და რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნე ის სი­ტუ­ა­ცია ტრი­გე­რად. ამი­ტომ, ვინც რაც არ უნდა გი­თხრათ, არა­ვის მის­ცეთ უფ­ლე­ბა, და­გი­შა­ლოთ ის, რაც გსურთ, პრო­ფე­სი­ა­ში აკე­თოთ. ყო­ველ­თვის გჯე­რო­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და და­ე­კი­თხეთ პე­და­გო­გებს, აკე­თეთ თქვე­ნი საქ­მე, რო­მელ­საც თქვენ­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს.

maiabaratashvili-1758044956.jpeg

თეა:

- ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა თქვენ­ში მომ­ღე­რა­ლი და ვინ შე­უ­წყო ხელი ამ უნა­რის თქვენ­ში გან­ვი­თა­რე­ბას?

- მშობ­ლებ­მა. დედა ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და. ბე­ბი­ას ჰქონ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლო­რა­ტუ­რუ­ლი სოპ­რა­ნო. დედა რო­მან­სებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რო­და, - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სცე­ნა­ზე იდგა. მაქვს ფოტო, სა­დაც ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას და რე­ვაზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლის გვერ­დზე დგას. სხვა­თა შო­რის, ეს ფო­ტო­სუ­რა­თი ქალ­ბა­ტონ­მა ნანი ბრეგ­ვა­ძემ მაჩ­ვე­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის იყო ექი­მი და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ დარ­ჩა პრო­ფე­სი­ა­ში, მაგ­რამ მე მახ­სოვს მისი სიმ­ღე­რა. მუ­სი­კა­ზე დე­დამ და ბე­ბი­ამ მი­მიყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლი ჩემი პე­და­გო­გი მე­ზო­ბე­ლი იყო, რო­მელ­მაც ჩემი რიტ­მი გა­ნა­ვი­თა­რა. შემ­დეგ იყო მე-16 მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა და მე­დი­კო ჩხე­ტი­ა­ნი, მას­თან 7 წე­ლი­წა­დი დავ­დი­ო­დი და იმ პე­რი­ო­დის ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ. მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში გან­ვლილ­მა წლებ­მა ძა­ლი­ან დიდი სა­ფუძ­ვე­ლი მომ­ცა. შე­მიძ­ლია რო­ი­ალ­თან დავ­ჯდე და სა­კუ­თარ თავს გარ­კვე­ულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში აკომ­პა­ნი­რე­ბა გა­ვუ­კე­თო... ამას მოჰ­ყვა ის სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ მას­ვე­ნებ­და და ასე წინ-წინ სი­ა­რუ­ლით აღ­მოვ­ჩნდი იქ, სა­დაც ვარ.

maia-baratashvili-1764237595.jpg

ბა­ი­კო:

- ინ­ტრი­გე­ბი, სკან­და­ლე­ბი ნე­ბის­მი­ერ სფე­როს ახ­ლავს, გაკ­ვირ­დე­ბით და თქვენ შემ­თხვე­ვა­ში მსგავსს ვე­რა­ფერს ვიხ­სე­ნებ. ამას რო­გორ ახერ­ხებთ?

- არ მიყ­ვარს სა­ერ­თოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­რეთ გა­მო­ტა­ნა. მი­მაჩ­ნია, რომ ოჯახ­ში რაც ხდე­ბა, ის იქვე უნდა დარ­ჩეს, თუკი ეს არ არის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი და ადა­მი­ანს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ვფიქ­რობ, თა­ვად უნდა მო­ვე­რი­ოთ სა­კუ­თარ დე­მო­ნებს და საქ­მი­ან­მა ადა­მი­ან­მა სა­ჯა­როდ არ უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. არას­დროს, არც ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­თვის, არც ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის­თვის მი­მი­ცია სა­ფუძ­ვე­ლი, რა­ღაც სკან­და­ლუ­რი და­ე­წე­რათ. თუმ­ცა ეს ერთ-ერთი მე­თო­დია არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ზღვარ­გა­რე­თაც, რომ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცნენ. მე ეს არ მჭირ­დე­ბო­და, ზუს­ტად იმ­დე­ნად ვარ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, რამ­დე­ნა­დაც სა­ჭი­როა. ამა­ში მეხ­მა­რე­ბა მუ­სი­კა, ის, რომ მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და რომ ვცდი­ლობ, არ ვიყო სტაგ­ნა­ტუ­რი.

maia-baratashvili-3-1764237707.jpg

და­ვი­თი:

- ოჯა­ხი, სა­დაც გა­ი­ზარ­დეთ, რო­გო­რი იყო და უმ­თავ­რე­სი რა არის, რაც იქი­დან ცხოვ­რე­ბა­ში მოგ­ყვე­ბათ?

- გა­ვი­ზარ­დე ბე­ბი­ას­თან. დედა და მამა მუ­შა­ობ­დნენ. დედა სტო­მა­ტო­ლო­გი გახ­ლდათ, მამა - იუ­რის­ტი. პირ­ვე­ლი ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მერი ნი­კა­ლა­ევ­ნა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლი­და რუ­სულს და ფრან­გულს. რუ­სუ­ლი მო­ას­წრო და ფრან­გუ­ლი - ვერა, მაგ­რამ ერთი პა­ტა­რა ლექ­სი მა­ინც დამ­რჩა ფრან­გუ­ლად და ხში­რად ვიხ­სე­ნებ ხოლ­მე. ოჯახ­ში იყო ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, დიდი რიდი... მა­მის და დე­დის სი­ტყვა კა­ნო­ნი იყო, მაგ­რამ თავს თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დი ბე­ბი­ას­თან.

წაიკითხეთ სრულად და უყურეთ გადაცემას ბმულზე