ვის თვლის პუტინი გიჟებად:"ევროპა არ დაგესხმები, მაგრამ უკრაინის დაპყრობაშიც ხელს ნუ მიშლი" - კრემლის ბინადრის "შეთავაზება"
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ორიოდე საათის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ პესკონფერენციაზე,რომელთაგან განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს ის,თუ რა ღია გზავნილი გაუგზავნა კრემლის ბინადარმა ევროპას...
„რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას. ჩვენთვის ეს სასაცილოდ ჟღერს, მართლა. არასდროს არ ვაპირებდით, მაგრამ თუ ჩვენგან სურთ გაგონება, მოდით, ამას დავაფიქსირებთ. კითხვები არაა“, განაცხადა პუტინმა და დაამატა-„ევროპაში არიან ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ამბობენ, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის ემზადება,ჩემი აზრით, ისინი, ცოტა ჭკუაზე არ არიან...“
თუ კონკრეტულად ვის თვლის ევროპაში „ჭკუიდან გადასულად“,პუტინს დამატებით აღარ დაუზუსტებია,მაგრამ მისი „შეთავაზება“ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ,ეტყობა ასე უნდა გავიგოთ-ევროპა,ნუ გეშინია,რუსეთი თავს არ დაგესხმება,მაგრამ უკრაინის დაპყრობაშიც ხელს ნუ გვიშლიო...
ხოლო ის,რომ პუტინს სულაც არ გადაუფიქრებია უკრაინის შემდგომი ოკუპაცია,დღევანდელივე პრესკონფრენციაზე მის მიერ გაცემულ პასუხებშიც კიდევ ერთხელ იკვეთება-„…თუ უკრაინის სამხედროები დატოვებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს - მაშინ შეწყდება საბრძოლო ქმედებები. თუ არ დატოვებენ - ამას შეიარაღებული გზით მივაღწევთ...” - განაცხადა პუტინმა.
რომელი ტერიტორიბის დატოვებისკენ მოუწოდებს პუტინი უკრაინის არმიას,მხოლოდ დონეცკის ოლქის ბოლო ორი დიდი არაოკუპირებული ქალაქის-კრამატორსკისა და სლოვიანსკის უბრძოლველად დათმობას,თუ ზაპოროჟიეს,ხერსონისა თუ ხარკოვისა და დნიპროს „ფეშქაშად“ ჩაბარებასაც გულისხმობდა ის?