ირაკლი კობახიძისთვის გადახდილი მადლობის გამო, გიორგი შერმადინის სიტყვით გამოსვლას გულშემატკივრის სტვენა მოჰყვა - კალათბურთელი სანაკრებო კარიერას ასრულებს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძისთვის გადახდილი მადლობის გამო, გიორგი შერმადინის სიტყვით გამოსვლას გულშემატკივრის სტვენა მოჰყვა - კალათბურთელი სანაკრებო კარიერას ასრულებს (ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს 2027 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტურ­ნირ მარ­ცხით და­ი­წყო - სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნას­თან მატ­ჩი ან­გა­რი­შით 79:92 წა­ა­გო.

ეს შეხ­ვედ­რა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე ბოლო იყო გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნის­თვის, რო­მე­ლიც თით­ქმის 20-წლი­ან სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რას ას­რუ­ლებს. ნაკ­რებ­ში მისი ბოლო მატ­ჩი კი 30 ნო­ემ­ბერს, ეს­პა­ნეთ­ში შედ­გე­ბა.

"ძა­ლია დიდი მად­ლო­ბა, მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ბა­ტო­ნი პრე­მი­ე­რის მე­თა­უ­რო­ბით. დიდი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, რა­საც სპორ­ტის­თვის აკე­თებთ", - ასე მი­მარ­თა მატ­ჩის ბო­ლოს, გა­მო­სამ­შვი­დო­ბელ სი­ტყვა­ში გი­ორ­გი შერ­მა­დინ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, რა­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან სტვე­ნა და უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რის პირ­ვე­ლი ფან­ჯრის მე­ო­რე მატჩში სა­ქარ­თვე­ლო ტე­ნე­რი­ფე­ში ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.