"ღმერთი არ გაგიწყრეთ, არაფერი "შემომიცოცოთ", რამე თუ გინდათ - გახსნილად მელპარაკეთ და შეთანხმებები დაიცავით" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
"მეგობრებო, ბაბუაჩემი თენგიზ ჩერგოლეიშვილი მეგობრებთან ერთად ახალ გახსნილ "ნად კუროიში" ქეიფობდა - აი , სადაც ახლა კლუბი მტკვარია", - ამის შესახებ ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რო შეთვრა, ოფიციანტმა იფიქრა, გამოღლევდაო და ჭკუაში ატყუებდა - ცარიელი ბოთლები მიულაგა, მეტის საანგარიშოდ. ამან აიღო და ის ოფიციანტები ხომ ჩაყარა მტკვარში .აი, მილიცია რომ მოვიდა, ისიც მტკვარში გადაუშვა.
7 წელი მიუსაჯეს, 1 წელიწადში ამნისტია შეეხო და გამოვიდა.
ამ ამბით იმის თქმა მინდა, რომ ღმერთი არ გაგიწყრეთ, არაფერი "შემომიცოცოთ", რამე თუ გინდათ - გახსნილად მელპარაკეთ და შეთანხმებები დაიცავით. ცუდად ვრეაგირებ როცა ჩემს დაღლევებას ცდილობენ. ბაბუაჩემს ვგავარ - ძალიან, ერთ დღეს დავიბადეთ.
ზოგიერთმა ახლა გამიცნო და ვაფრთხილებ (მეგობრულად)" - წერს ჩერგოლეიშვილი.