ახალი ბანა - წარსულის სიმბოლო და ძლიერი მომავლის საფუძველი - კვირის პალიტრა

ახალი ბანა - წარსულის სიმბოლო და ძლიერი მომავლის საფუძველი

10 ნო­ემ­ბერს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ბიბ­ლუ­სი­სა" და "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვით ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ახა­ლი ბა­ნას სა­მო­ნას­ტრო - სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრში გა­იხ­სნა "ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ირაკ­ლი გაგ­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა. ის 42 წლის ასაკ­ში, მძი­მე სენ­თან ხან­მოკ­ლე ბრძო­ლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

shida-photo-1-40615-1764315472.jpg

23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბას ახალ ბა­ნას "ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფი" კი­დევ ერთხელ ეს­ტუმ­რა და ბიბ­ლი­ო­თე­კას კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა გა­დას­ცა, ასე­ვე გა­ნა­ახ­ლა წიგ­ნის ფონ­დიც, რაც, რო­გორც "ბიბ­ლუს­ში" აცხა­დე­ბენ, პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მოხ­დე­ბა და ბიბ­ლი­ო­თე­კაც თან­და­თან უფრო მას­შტა­ბუ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა.

shida-photo-2-40643-1764315472.jpg

"უდი­დე­სი საქ­მე კეთ­დე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს­თვის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ხა­შურ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად ზემო სერ­ზე- შენ­დე­ბა ახა­ლი ბა­ნას სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი. ყვე­ლამ ვი­ცით თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია Vll სა­უ­კუ­ნის ძვე­ლი ბანა - ძელი ჭეშ­მა­რი­ტი, ძელი ცხო­ვე­ლი, წმ. ჯვრის, სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი ის­ტო­რი­ულ სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - ტა­ო­ში. ამ­ჟა­მად ძეგლი მდე­ბა­რე­ობს თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ერზრუ­მის პრო­ვინ­ცი­ა­ში, უკვე ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და “ჩა­მოქ­ცე­უ­ლი”. ძვე­ლი ბანა უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სწო­რედ ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ ისე­თი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი აშენ­დეს ქარ­თულ მი­წა­ზე და ეწო­დოს ახა­ლი ბანა. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად სა­სი­ხა­რუ­ლო კი­დევ ის არის, რომ ახალ ბა­ნა­ში ირაკ­ლი გაგ­ნი­ძის - "წიგ­ნის ადა­მი­ა­ნის" სა­ხე­ლი და სული იქ­ნე­ბა მა­რა­დი­უ­ლი. გა­იხ­სნა ირაკ­ლი გაგ­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა, სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბა­ზით. მე მჯე­რა რომ ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა მკი­თხველს მო­უ­ტანს ბევრ სი­კე­თეს, სიმ­შვი­დეს, აჩ­ვე­ნებს გზას. მჯე­რა რომ ის სი­კე­თე არ და­ი­კარ­გე­ბა, რაც ირაკ­ლი გაგ­ნი­ძეს უკე­თე­ბია დე­და­მი­წა­ზე. ახლა სამ­ყა­როს ზე­ცი­დან და­ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა კარგ საქ­მე­ში. ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მთავ­რდე­ბი­ან.", - წერს თი­ნა­თინ ღლონ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ახა­ლი ბანა

სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპარ­ქი­ა­ში ტაო-კლარ­ჯეთ­ში მდე­ბა­რე ბა­ნას სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ანა­ლო­გი­უ­რი სა­მო­ნას­ტრო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა 2017 წელს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ი­წყო. იქ იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სა­მო­ნას­ტრო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რულ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ებს. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რია სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე სვი­მე­ო­ნი.

shida-photo-3-40630-1764315472.jpg

ახა­ლი ბა­ნას სუ­ლი­ე­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, სა­მე­წარ­მეო და ინ­დუსტრი­უ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ქმნის ქვეყ­ნის­თვის.

მისი მი­ზა­ნია ცოდ­ნი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის სინ­თე­ზი, რაც ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, ტრა­დი­ცი­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

მთა­ვა­რი სა­გან­ძუ­რი - აღ­დგო­მის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი

axali-bana-40746-1764315472.jpg

ახა­ლი ბა­ნას მთა­ვა­რი ნა­გე­ბო­ბა აღ­დგო­მის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რია. ის თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტაო-კლარ­ჯეთ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლის - ბა­ნას ანა­ლო­გია. VII სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი ბა­ნას მო­ნას­ტრის არ­ქი­ტექ­ტუ­რა უნი­კა­ლუ­რია და ანა­ლო­გი არ აქვს. ტრა­დი­ცი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას მრგვა­ლი ფორ­მა აქვს. სამ­წუ­ხა­როდ, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ბა­ნას მო­ნას­ტე­რი თით­ქმის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, რაც მისი ანა­ლო­გის აშე­ნე­ბას კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის. ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა და­წყე­ბუ­ლია და დღე­ი­სათ­ვის აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

უნი­კა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცია - ჰაბი მო­მავ­ლის­თვის

"ახა­ლი ბა­ნას“ ცენ­ტრი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­მეც­ნი­ე­რო, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ტუ­რის­ტუ­ლი ჰა­ბია, სა­დაც ერთ სივ­რცე­ში თავს იყ­რის 30-ზე მეტი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტი, მათ შო­რის:

  • ტა­ძა­რი

  • პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი

  • სა­ერ­თა­შო­რი­სო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი

  • სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ე­ბი

  • მუ­ზე­უ­მე­ბი

  • ტრა­დი­ცი­უ­ლი რეწ­ვის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი

  • ინო­ვა­ცი­უ­რი კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი

  • სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სე­ბი

  • სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე­ე­ბი (შშმ პი­რე­ბის­თვის, არას­რულ­წლო­ვან­თა და მო­ხუც­თა მზრუნ­ვე­ლო­ბის ცენ­ტრე­ბი)

  • სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი­

  • სას­ტუმ­რო და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ცენ­ტრე­ბი

  • ტექ­ნო­პარ­კი

  • ობ­სერ­ვა­ტო­რია

  • ბიბ­ლი­ო­თე­კა

ახა­ლი ბა­ნას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე აშენ­და პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი - პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ფუნ­ქცი­უ­რია და პო­პუ­ლა­რუ­ლია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა:

30 ჰექ­ტარ­ზე გაშ­ლი­ლი კომ­პლექ­სი სუ­რა­მი-ხა­შუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "ზემო სერ­ზე“ მდე­ბა­რე­ობს. „ახა­ლი ბა­ნას“ კომ­პლექ­სის ასე­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა ახალ სი­ცო­ცხლეს მის­ცემს რე­გი­ონს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

შე­ი­ტა­ნე შენი წვლი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჰა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში:

თიბისი ბანკი:

GE13TB7894136050100003

საქ.ბანკი:

GE34BG0000000901437300

ლიბერთი ბანკი:

GE87LB0115142043269001

მიმღები: სურამის და ხაშურის ეპარქიის ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის ფონდი