"პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ... მინდა, შვილებზე მოვახდინო ფოკუსირება " - ილია თოფურია კარიერულ პაუზას იღებს: რა ხდება ჩემპიონის თავს? - კვირის პალიტრა

"პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ... მინდა, შვილებზე მოვახდინო ფოკუსირება " - ილია თოფურია კარიერულ პაუზას იღებს: რა ხდება ჩემპიონის თავს?

UFC-ის სუ­პერ­ვარ­სკვლავ­მა, და­უ­მარ­ცხე­ბელ­მა ჩემ­პი­ონ­მა ილია თო­ფუ­რი­ამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - ის კა­რი­ე­რა­ში პა­უ­ზას იღებს და 2026 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე ოქ­ტა­გონ­ზე აღარ გავა. მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნის თქმით, მას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში "რთუ­ლი მო­მენ­ტი" აქვს და სურს, მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა შვი­ლებ­ზე გა­და­ი­ტა­ნოს.

ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ილი­ა­სა და მისი მე­უღ­ლის, ჯორ­ჯი­ნას სა­ვა­რა­უ­დო და­შო­რე­ბი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ. სწო­რედ ამ ხმე­ბის ფონ­ზე გა­ა­კე­თა თო­ფუ­რი­ამ გან­ცხა­დე­ბა, რი­თაც სპორ­ტულ კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბა და­ას­რუ­ლა.

"სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბა მინ­და"ჩემ­პი­ონ­მა გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში (ყო­ფი­ლი Twitter) ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს გა­ავ­რცე­ლა:

"მო­მა­ვა­ლი წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში არ ვი­ჩხუ­ბებ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რთულ მო­მენტს გავ­დი­ვარ. მინ­და, ფო­კუ­სი­რე­ბა ჩემს შვი­ლებ­ზე მო­ვახ­დი­ნო და ეს სი­ტუ­ა­ცია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ვაგ­ვა­რო", - წერს თო­ფუ­რია.

მისი თქმით, მას არ სურს დი­ვი­ზი­ო­ნის შე­ფერ­ხე­ბა:

"არ მინ­და დი­ვი­ზი­ო­ნი გა­ვა­ჩე­რო. UFC ჩა­ნიშ­ნავს სა­ჭი­რო ბრძო­ლებს და რო­გორც კი ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ვაც­ნო­ბებ, რომ დაბ­რუ­ნე­ბის­თვის მზად ვარ".

სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა და მხარ­და­ჭე­რა28 წლის მებ­რძო­ლი ოქ­ტა­გონ­ზე ბო­ლოს ივ­ნის­ში ვი­ხი­ლეთ, რო­დე­საც UFC 317-ზე ჩარლზ ოლი­ვე­ი­რა ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა, მსუ­ბუ­ქი წო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა და ორ­მა­გი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და (მა­ნამ­დე ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ქა­მარ­საც ფლობ­და).

თო­ფუ­რი­ას გან­ცხა­დე­ბას მისი ყო­ფი­ლი მე­ტო­ქე, მაქს ჰო­ლო­უ­ეი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ქარ­თველ ჩემ­პი­ონს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და:

"ვწუხ­ვარ ამის გა­გე­ბით, ჩემ­პი­ო­ნო.

გააგრძელეთ კითხვა