“ის რუსია, მე ქართველი და რუსეთის პოლიტიკას ვერ ვიტან - ყოველთვის, როცა რუსებს ვხვდებით, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ“ - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

“ის რუსია, მე ქართველი და რუსეთის პოლიტიკას ვერ ვიტან - ყოველთვის, როცა რუსებს ვხვდებით, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ“ - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან შეხვედრაზე

UFC-ის სუ­პერ მსუ­ბუ­ქი დი­ვი­ზი­ო­ნის ჩემ­პი­ონ­მა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა პოდ­კასტ Pound 4 Pound-ში თა­ნა­წამ­ყვა­ნებ­თან ერ­თად მის მო­მა­ვალ ბრძო­ლა­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც 7 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

დვა­ლიშ­ვი­ლი ლას-ვე­გას­ში, UFC 323-ზე პი­ოტრ იანს შეხ­ვდე­ბა. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს 2023 წელს უკვე შეხ­ვდნენ, რა დრო­საც ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა რუსი მებ­რძო­ლი და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა ახლა იანს რე­ვან­შის აღე­ბა სურს.

რო­გორც მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მას პი­ოტრ ია­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა.

“ის არ მომ­წონ­და რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო, მათ შო­რის რუ­სე­ბის პო­ლი­ტი­კის გამო. გვა­ბუ­ლინ­გებ­და, უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ გვექ­ცე­ო­და... ის რუ­სია, მე ქარ­თვე­ლი და რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა არ მომ­წონს. კარ­გი და ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი ყველ­გან არი­ან, მაგ­რამ რუ­სულ პო­ლი­ტი­კას ვერ ვი­ტან და ყო­ველ­თვის, როცა რუ­სებს ვხვდე­ბით, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვი­გოთ... ასეა ყვე­ლა­ფე­რი..." - გა­ნა­ცხა­და UFC-ის ქარ­თველ­მა ჩემ­პი­ონ­მა.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი­სა და პი­ოტრ ია­ნის ბრძო­ლა 7 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დვა­ლიშ­ვი­ლი UFC-ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი მებ­რძო­ლი გახ­დე­ბა, რო­მელ­საც 1 წელ­ში 4-ჯერ ექ­ნე­ბა ჩემ­პი­ო­ნის ქა­მა­რი და­ცუ­ლი.

ვიდეო იხილეთ ბმულზე