“კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბიჭო!“ - თოფურიას მიმართვა რონალდოს, რომელიც ქართველთან ერთად, WOWfc-ის თანამოწილე გახდა - კვირის პალიტრა

“კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბიჭო!“ - თოფურიას მიმართვა რონალდოს, რომელიც ქართველთან ერთად, WOWfc-ის თანამოწილე გახდა

40 წლის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი რო­ნალ­დუ WOWfc-ის პრო­მო­უ­შე­ნის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი გახ­და, - ამის შე­სა­ხებ ლი­გის პრეს­სამ­სა­ხუ­რი იტყო­ბი­ნე­ბა.

“მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ გაც­ნო­ბოთ, რომ კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ WOW-ს შე­უ­ერ­თდე­ბა, რო­გორც მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი.

კრიშ­ტი­ა­ნუ გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სპორ­ტუ­ლი ხატი - ის გლო­ბა­ლუ­რი მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თია რო­გორც მო­ე­დან­ზე, ასე­ვე მის გა­რეთ. ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი სპორ­ტსმე­ნი ჩვენს ოჯახს უერ­თდე­ბა, რათა კი­დევ უფრო და­აჩ­ქა­როს MMA-ს გლო­ბა­ლუ­რი ზრდა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია WOW-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­წი­ლე მსუ­ბუქ წო­ნა­ში UFC-ის და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ჩემ­პი­ო­ნი ილია თო­ფუ­რი­აა. ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა რო­ნალ­დუს სი­ახ­ლე მი­უ­ლო­ცა და გულ­თბი­ლად მი­ი­ღო. “კე­თი­ლი იყოს შენი მობ­რძა­ნე­ბა, ბიჭო!“ - მი­მარ­თავს ილია თო­ფუ­რია ლე­გენ­და­რულ ფეხ­ბურ­თელს.

გააგრძელეთ კითხვა