Real Palace - მიმდინარე პროექტები თბილისსა და ბათუმში - კვირის პალიტრა

Real Palace - მიმდინარე პროექტები თბილისსა და ბათუმში

უძრავი ქონების ბაზარზე ხარისხიანი საცხოვრებელი და საინვესტიციო სივრცეები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დღეს მყიდველს სჭირდება არა უბრალოდ ბინა, არამედ გამართული ინფრასტრუქტურა, ენერგოეფექტური არქიტექტურა და გარემო, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას კომფორტულს გახდის. სწორედ ამიტომ ისეთი დეველოპერული კომპანია, როგორიცაა Real Palace, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თავისი მაღალი სტანდარტებით, საიმედოობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით.

Real Palace როგორც თბილისში, ისე ბათუმში ქმნის საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებიც აერთიანებს ხარისხს, კომფორტს, უსაფრთხოებას და თანამედროვე არქიტექტურას.

Arbour და Alto: თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტი განვითარებად უბნებში

თბილისში გასაყიდი ბინების ბაზარი მრავალფეროვანია, თუმცა Arbour და Alto გამოირჩევა, როგორც სტრატეგიულად სწორად დაგეგმილი, კომპლექსური და ენერგოეფექტური სამშენებლო პროექტები.

Arbour - გამორჩეულია მწვანე გარემოთი, მშვიდი საცხოვრებელი ატმოსფეროთი და ინფრასტრუქტურით, რომელიც ოჯახებისთვისაა იდეალური. პროექტის მთავარი უპირატესობაა ფუნქციური ბინების დაგეგმარება, გამართული საერთო სივრცეები და კომფორტული ეზო, სადაც არსებული რეკრეაციული ზონები ქმნის ყოველდღიურ სასიამოვნო გარემოს. Arbour შენდება ხარისხიანი მასალებით და გათვლილია როგორც ოჯახებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც თბილისში მშვიდ, სტატიკურ უბნებში ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას.Arbour წარმოადგენს იმ ტიპის პროექტს, რომლის რაოდენობაც თბილისში გარკვეულწილად შეზღუდულია - კომფორტული კლასის საცხოვრებელი, რომელიც გონივრულ ბიუჯეტშიც ჯდება.

Alto - უფრო დინამიკური, აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვის იდეალური არჩევანია. Alto-ს მთავარი პლუსია მისი მდებარეობა და ჭკვიანური დაგეგმარება. ბინები განსხვავდება ფუნქციური განლაგებით, ფართო ვიტრაჟებითა და სივრცეებით, რომელთაც ემატება კომფორტული, მიწისქვეშა 3 დონიანი პარკინგი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. მისი ადგილმდებარეობა იდეალურ შესაძლებლობას იძლევა როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო მიზნით.

ორივე პროექტი მყიდველს აძლევს საშუალებას მიიღოს თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ბინა, რომელიც იქნება ენერგოეფექტური, გამართული და მომავალშიც მაღალი ღირებულების მქონე.

Green და Blue: ზღვისპირა საცხოვრებელი და საინვესტიციო უპირატესობა

ბათუმში მზარდი მოთხოვნა აქვს ისეთ სამშენებლო პროექტებს, რომლებიც აერთიანებს როგორც საცხოვრებელ კომფორტს, ასევე საინვესტიციო პოტენციალს. Real Palace-ის ორი მნიშვნელოვანი კომპლექსი - Green და Blue სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს.

Green - ეს არის გარემოთი შთაგონებული, თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც აერთიანებს ენერგოეფექტურ არქიტექტურას და ბუნებასთან სიახლოვეს. პროექტი განსაკუთრებით პოპულარულია მათ შორის, ვინც ბათუმში ეძებს მშვიდ, ექსკლუზიურ და მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოს. ირგვლივ არსებული მწვანე ზონები - ზღვა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მისთვის დამახასიათებელი მიკროკლიმატი, თანამედროვე სივრცეები, როგორიცაა ღია აუზი და სავარჯიშო დარბაზი და გამართული ინფრასტრუქტურა Green-ს ქმნის როგორც სასიცოცხლო, ასევე საინვესტიციო თვალსაზრისით გამორჩეულ პროექტად.

Blue - უფრო ურბანული, თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი. მისი მთავარი უპირატესობაა ადგილმდებარეობა - ზღვის სიახლოვე, ტურისტული პოტენციალი და ქალაქის სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა. Blue იდეალურია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე ქირავობაზე ორიენტირებული ინვესტორისთვის, რადგან ლოკაცია პრაქტიკულად მაღალი დატვირთვისა და სტაბილური შემოსავლის გარანტიას იძლევა.

ორივე პროექტი აძლევს მყიდველს საშუალებას მიიღოს ისეთი უძრავი ქონება, რომელიც ფასს ინარჩუნებს და იზრდება ბათუმის განვითარებასთან ერთად.

დღეს, როცა ბაზარზე მრავლადაა სამშენებლო პროექტები, მყიდველი უფრო ყურადღებით არჩევს დეველოპერული კომპანიას, რომელიც გამჭვირვალობით, ხარისხით და სანდოობით გამოირჩევა. Real Palace სწორედ ასეთ სტანდარტს ინარჩუნებს.

NS