პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით სამუშაო ვიზების გაცემას აუქმებს - კვირის პალიტრა

პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით სამუშაო ვიზების გაცემას აუქმებს

მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში მუშაობის ნებრათვის გამარტივებული პროცედურები უქმდება. ინფორმაციას ქვეყნის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო ავრცელებს.

ბრძანების მიხედვით, რომელიც 25 ნოემბერს გამოიცა, ამიერიდან პოლონეთში დასაქმებისთვის მუშაობის უფლების მისაღებად, ქართველებს სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, აქამდე საჭირო იყო მხოლოდ დამსაქმებლის მიერ სპეციალური დეკლარაციის შევსება და მისი ელექტრონულად გაგზავნა შრომის სამინისტროში

განაგრძე კითხვა