გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს სახელით (-60 კგ) გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სარდალაშვილმა მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელი აშპიცი დაამარცხა, შემდეგ კი სამწუხაროდ ნახევარფინალში მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანთან იპონით დამარცხდა.თუმცა მან ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა. გიორგიმ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს სძლია.