"მოხდება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის გადატვირთვა. ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება" - რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი? - კვირის პალიტრა

"მოხდება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის გადატვირთვა. ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება" - რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მინდა, რომ არავის არავითარი კითხვები არ ჰქონდეს უკრაინასთან. ამიტომ დღეს შიდა გადაწყვეტილებებია. პირველი - მოხდება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის გადატვირთვა. ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა პარასკევს დილით ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ერმაკის თქმით, ის სრულად თანამშრომლობს გამომძიებლებთან.

"ინტერპრესნიუსი"