"სთხოვეს და გააკეთა... ნუ ჩავქოლავთ ამის გამო" - რას ამბობს გია ხუხაშვილი გიორგი შერმადინის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირ მარცხით დაიწყო - საქართველომ უკრაინასთან მატჩი ანგარიშით 79:92 წააგო.
ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელიც თითქმის 20-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. ნაკრებში მისი ბოლო მატჩი კი 30 ნოემბერს, ესპანეთში შედგება.
"ძალია დიდი მადლობა, მინდა გადავუხადო, ჩვენს სახელმწიფოს, ბატონი პრემიერის მეთაურობით. დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, რასაც სპორტისთვის აკეთებთ", - ასე მიმართა მატჩის ბოლოს, გამოსამშვიდობებელ სიტყვაში გიორგი შერმადინმა ირაკლი კობახიძეს, რასაც გულშემატკივრების მხრიდან სტვენა და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.