"მან ოჯა­ხი და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­ა­ნად­გუ­რა" - სამუდამო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ტრამვაიში ცოლის დაწვა სცადა: ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"მან ოჯა­ხი და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­ა­ნად­გუ­რა" - სამუდამო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ტრამვაიში ცოლის დაწვა სცადა: ახალი დეტალები

გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ გე­რას სა­სა­მარ­თლომ 47 წლის თენ­გიზ კა­კი­აშ­ვილს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კა­ცი ვერ ეგუ­ე­ბო­და ცო­ლის სურ­ვილს, და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა 30-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა.

გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ გე­რას რე­გი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 47 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თენ­გიზ კა­კი­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და სხე­უ­ლის მძი­მე გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა­ში. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მა­მა­კაცს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა 2025 წლის 16 მარტს მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ინ­ცი­დენტს, რო­დე­საც კა­კი­აშ­ვილ­მა სა­კუ­თარ მე­უღ­ლეს, ტრამ­ვა­ი­ში, მგზავ­რე­ბის თვალ­წინ, ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

"მან ოჯა­ხი და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­ა­ნად­გუ­რა"

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას, მო­სა­მარ­თლე უვე ტონ­დორფმა მომ­ხდარს "სა­ჯა­რო სიკ­ვდი­ლით დას­ჯა" უწო­და. მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თველ მა­მა­კაცს ცო­ლის მოკ­ვლა სურ­და, რად­გან ქალს ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა სურ­და. ეს კი, მო­სა­მარ­თლის თქმით, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და კა­კი­აშ­ვი­ლის "სა­კუთ­რე­ბის აზ­როვ­ნე­ბას". გან­შო­რე­ბით გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მელ­მაც თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნო, სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. გააგრძელეთ კითხვა