"ის არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი. ჰარისთან დაშორება მისი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო" - როგორ ცხოვრობს დღეს პრინცის "პირველი სიყვარული"
პრინცი ჰარისა და ჩელსი დეივის ურთიერთობა 2003 წლიდან 2010 წლამდე გრძელდებოდა. 2011 წელს წყვილი ერთად გამოჩნდა პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილში.
უფრო მეტიც, 2018 წელს ჩელსი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილსაც ესწრებოდა. წიგნში "ძმების ბრძოლა" მწერალმა რობერტ ლისიმ განმარტა, რომ ჩელსი დევიმ პრინც ჰარისთან ურთიერთობა ტაბლოიდების გამო დაასრულა:

"მეგობრის თქმით, მან ჰარის უთხრა, რომ ის ვერასდროს შეძლებდა ისეთი მსხვერპლის გაღებას, რაც ქეითმა გააკეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პრესის მუდმივ ყურადღებას”, – ვკითხულობთ წიგნში. გააგრძელეთ კითხვა