"განა მე ვარ პირ­ვე­ლი ქალი, ვინც კაცს მე­ო­რე ცო­ლად გაჰ­ყვა?" - MMA-ს ცნობილი მებ­რძო­ლის სკანდალური ქორწინება და ორი ცოლი - კვირის პალიტრა

"განა მე ვარ პირ­ვე­ლი ქალი, ვინც კაცს მე­ო­რე ცო­ლად გაჰ­ყვა?" - MMA-ს ცნობილი მებ­რძო­ლის სკანდალური ქორწინება და ორი ცოლი

ცეკვა საკუთარი ქმრის ქორწილში, შავი კაბით: "სადმე ვთქვი, რომ ქმარს გავშორდები?" - როგორ ცხოვრობს ჩეჩენი უმდიდრესი მებრძოლის პირველი ცოლი, რომლის ვიდეომ მსოფლიო მოიარა

ოქ­ტომ­ბერ­ში ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­მარ­თულ­მა გრან­დი­ო­ზულ­მა ქორ­წილ­მა, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რიც ცნო­ბი­ლი MMA მებ­რძო­ლი, იმ­რან ჟუ­ლა­გო­ვი გახ­ლდათ, ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გას­ცდა და მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ჟუ­ლა­გო­ვი მე­ო­რე ცოლს ირ­თავ­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არც წყვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბამ და არც პა­ტარ­ძლის სი­ლა­მა­ზემ მი­ი­პყრო.

ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცია გა­მო­იწ­ვია იმ­რა­ნის პირ­ვე­ლი ცო­ლის, ლიმ­და იბ­რა­გიმო­ვას, ქორ­წილ­ში გა­მო­ჩე­ნამ, მის­მა შავ­მა კა­ბამ და, რაც მთა­ვა­რია, წი­თელ თავ­სა­ფარ­ში გა­მო­ხა­ტულ­მა საპ­რო­ტეს­ტო ცეკ­ვამ.

saveclipapp-580581037-17913461865239097-6113748297531079255-n-66862-41124-1764439313.jpg

ლიმ­დას ეს უჩ­ვე­უ­ლო საქ­ცი­ე­ლი სწრა­ფად გა­და­იქ­ცა ინ­ტერ­ნეტ-დრა­მად. მე­დია წერ­და, რომ ლიმ­და მე­უღ­ლის მე­ო­რედ და­ქორ­წი­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თუმ­ცა ქმარ­მა იგი ფაქ­ტის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. დრა­მა­ტულ ეპი­ზოდს კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებ­და ის ფაქ­ტი, რომ მა­მა­კაც­მა მე­ო­რედ ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ჩე­ნი­დან სულ რა­ღაც ერთი თვე­ში იქორ­წი­ნა.

კავ­კა­სი­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მკაც­რ ფონ­ზე, ლიმ­და ქმრის ქორ­წილ­ში ცეკ­ვამ ინ­ტერ­ნე­ტის „გმი­რად“ აქ­ცია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ორად გა­ი­ყო: ნა­წი­ლი ლიმ­დას უდი­დეს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­და, ნა­წი­ლი კი, ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვის მო­ტი­ვით, მე­ო­რე მე­უღ­ლეს ამარ­თლებ­და.

ვინ არის იმ­რან ჟუ­ლა­გო­ვი და რა ვი­ცით ლიმ­და იბ­რა­გიმო­ვა­ზე?

იმ­რან ჟუ­ლა­გო­ვი ჩეჩ­ნე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხეა, რომ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სიც, დიდ­წი­ლად, მის სპორ­ტულ მიღ­წე­ვებს ეფუძ­ნე­ბა. ის 1997 წელს გროზ­ნო­ში და­ი­ბა­და და დღეს­დღე­ო­ბით მრა­ვა­ლი ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი რე­კორ­დი შე­რე­ულ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში (MMA) შთამ­ბეჭ­და­ვია, და­ახ­ლო­ე­ბით 11 გა­მარ­ჯვე­ბი­თა და 3 მარ­ცხით. გააგრძელეთ კითხვა