"ჩემი მარაგი"  -  საახალწლო შეთავაზებები დაიწყო - კვირის პალიტრა

"ჩემი მარაგი"  -  საახალწლო შეთავაზებები დაიწყო

ონლაინ მაღაზიაში „ჩემს მარაგი“ საახალწლო სეზონი უკვე დაიწყო. დეკემბრის თვეში ,,ჩემი მარაგის“ ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ. ამასთან ერთად, ასორტიმენტი მუდმივად ფართოვდება და ახლა უკვე საახალწლო თემატიკის პროდუქტები შეემატა.

ახალი პროდუქტი: გოზინაყი ნიგვზითა და თაფლით

ტრადიციული ქართული ნუგბარის დაგემოვნება უკვე „ჩემი მარაგის“ ონლაინ მაღაზიიდან არის შესაძლებელი. კლასიკური ინგრედიენტებით, ნიგვზითა და თაფლით დამზადებული გოზინაყი არა მხოლოდ გემრიელ, არამედ ჯანსაღ არჩევანსაც წარმოადგენს. „ჩემი მარაგის“ ქართული საახალწლო დესერტი იდეალური სასაჩუქრე ვარიანტია მათთვის, ვინც სამზარეულოში ფუსფუსს ვერ ასწრებს, თუმცა სურს ნამდვილი ქართული გემოებით ისიამოვნოს.

ახალი ნაკრები: საახალწლო მარაგი

„ჩემი მარაგის“ ნაკრების კოლექციას ,,საახალწლო მარაგი“ შეემატა - შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც სურს საახალწლო ჯადოსნური გემოები საკუთარ სუფრაზე ჰქონდეს. ნაკრები აერთიანებს ტრადიციულ ქართულ პროდუქტებს, რომლებიც ახალი წლის განსაკუთრებულ მომენტებს და ოჯახურ სითბოსთან დაკავშირებულ გემოებს ინახავს.

,,საახალწლო მარაგის“ ნაკრებში შედის: ნიგოზი, გოზინაყი, ნუშის გული, ფინიკი, ქლიავის ტყლაპი და ტყემლის ტყლაპი. თითოეული პროდუქტი ყურადღებით არის შერჩეული, რათა მომხმარებელს აღარ დასჭირდეს მათი ცალკე მოძიება ან შეგროვება.

,,საახალწლო მარაგი’’ იდეალურია როგორც სასაჩუქრედ, ასევე საკუთარი ოჯახისა და მეგობრებისთვის ნამდვილი საახალწლო განწყობის შესაქმნელად.

„ჩემი მარაგი“ ზრუნავს, რომ საახალწლო სამზადისი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო პროცესად იქცეს. საუკეთესო ხარისხი პროდუქტები, საუკეთესო ფასად და უფასო მიწოდების სერვისი, ნამდვილად გაგიმარტივებთ წინასაახალწლოდ საოჯახო მარაგების შესყიდვის პროცესს.

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგის“ ასორტიმენტი 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის არის თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, საკონდიტრო, მიქსები, სუნელები და სხვადასხვა სახის ნაკრები. მიწოდების სერვისი კი უფასოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

032 2 42 47 97

www.chemimaragi.ge

www.facebook.com/chemimaragi

R