როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ჰაერი დაბინძურებულია? - კვირის პალიტრა

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ჰაერი დაბინძურებულია?

ბოლო დღე­ებ­ში თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში და­ფიქ­სირ­და ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­გან­გა­შო მა­ტე­ბა.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრში PM2.5 (უმ­ცი­რე­სი ზო­მის მტვრის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის) დო­ნემ საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ჯან­მო) რე­კო­მენ­დე­ბულ ნორ­მა­ზე 3.6-ჯერ მეტი იყო. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ეს არ არის უბ­რა­ლო ნის­ლი – ეს არის უშუ­ა­ლო საფრ­თხე თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფიქ­სირ­დე­ბა ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის (PM10 და PM2.5) მო­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხრე­თი­დან უდაბ­ნოს მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბით.

Ambebi.ge გი­ზი­ა­რებთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­გორ უნდა და­იც­ვათ თავი, როცა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის დონე მო­მა­ტე­ბუ­ლია. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლია American Lungs Association-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით. 1. ერი­დეთ გა­რეთ ვარ­ჯიშს და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის დროს

რო­დე­საც ჰა­ერ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია მა­ღა­ლია (ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ შე­სა­ბა­მის აპ­ლი­კა­ცი­ებ­სა თუ სა­ი­ტებ­ზე), უმ­ჯო­ბე­სია ივარ­ჯი­შოთ და­ხუ­რულ და არა ღია სივ­რცე­ში, რად­გან ვარ­ჯი­შის დროს სუნ­თქვის სიხ­ში­რე მო­მა­ტე­ბუ­ლია და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი კი­დევ უფრო ჭარ­ბად ხვდე­ბა ორ­გა­ნიზ­მში.

შე­ზღუ­დეთ ბავ­შვე­ბის გა­რეთ თა­მა­ში იმ პე­რი­ო­დებ­ში, რო­დე­საც ჰა­ე­რის ხა­რის­ხი არა­ჯან­სა­ღია. მო­ე­რი­დეთ ვარ­ჯიშს დატ­ვირ­თულ ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლებ­თან ახ­ლოს. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ქმნის მა­ღალ და­ბინ­ძუ­რე­ბას, მა­ში­ნაც კი, თუ ქა­ლა­ქის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია.

2. იზ­რუ­ნეთ და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის ჰა­ე­რის ხა­რისხზე

მო­ე­რი­დეთ სახ­ლის გა­ნი­ა­ვე­ბას, რად­გან რო­დე­საც გა­რეთ ჰა­ე­რი უკი­დუ­რე­სად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, ოთა­ხის გა­ნი­ა­ვე­ბა შიდა სივ­რცის­თვის უა­რეს შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. თუ არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­ი­ყე­ნეთ ჰა­ე­რის გამ­წმენ­დი აპა­რა­ტე­ბი.

3. რო­დე­საც ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია, ეცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დოთ გა­რეთ ყოფ­ნის დრო და როცა გა­რეთ ხართ, აუ­ცი­ლებ­ლად ატა­რეთ პირ­ბა­დე.

4. შე­ამ­ცი­რეთ ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა

ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის საქ­მე­ში ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია მცი­რე წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ - ეცა­დეთ შე­ამ­ცი­როთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა. ენერ­გი­ის ეკო­ნო­მი­უ­რი მოხ­მა­რე­ბით ხელს შე­ვუ­წყობთ ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და სით­ბუ­რი გა­ზე­ბის შემ­ცი­რე­ბას.