“ტიტანიკზე“ ტრაგიკული ლაინერის ისტორია - როგორ შეჭამა ზვიგენმა 150 ადამიანი, 900 კი ღია ოკეანეში აღმოჩნდა: აშშ-ის საზღვაო ისტორიის ყველაზე მძიმე ტრაგედია
ამერიკული კრეისერის - USS Indianapolis-ის ჩაძირვა ამერიკის საზღვაო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ კატასტროფად არის აღიარებული. ტრაგედიის დროს მხოლოდ ზვიგენების თავდასხმას 150 ადამიანი ემსხვერპლა.

კრეისერი წყნარი ოკეანის გავლით დანიშნულების ადგილზე მიემართებოდა, როდესაც იაპონური წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ორი ტორპედოს აფეთქებამ ის რამდენიმე წუთში ჩაძირა. ამ მოვლენამ აშშ-ს საზღვაო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და საშინელ ინციდენტს დაუდო საფუძველი...

შემთხვევა1945 წლის 30 ივლისს, შუაღამეს მოხდა - იაპონური წყალქვეშა ნავის პირველმა ტორპედომ გემს მარჯვენა ბორტი აუფეთქა, რამდენიმე წუთში მეორე ტორპედო აფეთქდა, რის შედეგად 17 კვანძით მოძრავი საბრძოლო ხომალდი შეირყა, გადატყდა და სულ რაღაც 12 წუთში წყნარ ოკეანეში გაუჩინარდა. გააგრძელეთ კითხვა