“დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემს შვილს, წადიო“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე?
მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე Instagram-ის პირად გვერდზე გამომწერებს უზიარებს, რომ დავით კოდუას დედამ სახლი დაატოვებინა.
„ჩემი სახლი, სადაც ორივე ბავშვით ვიცხოვრებ. ქალს სტაბილურ გარემოზე მეტად არაფერი სჭირდება და ამშვიდებს. სამწუხაროდ, დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემს შვილს, წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად,“ - დაწერა პაიჭაძემ ინსტაგრამის პირად გვერდზე.