BBC-ის სკანდალური სტატია საქართველოზე: „„საქართველოს პოლიციამ პროტესტის დაშლისას შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა“ - კვირის პალიტრა

BBC-ის სკანდალური სტატია საქართველოზე: „„საქართველოს პოლიციამ პროტესტის დაშლისას შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა“

BBC-ი 2024 წელს, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქარ­თულ­მა პო­ლი­ცი­ამ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­საძ­ლოა გა­მო­ი­ყე­ნა “კა­მი­ტი“ - პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დე­ლია.ქი­მი­უ­რი საბ­რძო­ლო ნივ­თი­ე­რე­ბა.

"შე­იძ­ლე­ბა წყლის­გან წვა იგ­რძნოთ?“ - კი­თხუ­ლობს გა­მო­ცე­მას­თან პრო­ტეს­ტან­ტი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ის და­საშ­ლე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყლის ჭავ­ლით და­ზი­ან­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს მიერ, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბის გამო ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხვა სიმპტო­მებ­საც უჩი­ოდ­ნენ, მათ შო­რის ქო­შინს, ხვე­ლას და ღე­ბი­ნე­ბას, რაც კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და...“ - წერს BBC-ი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის ექ­სპერ­ტებს, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წყა­რო­ებს და ექი­მებს ესა­უბრნენ და შე­აგ­რო­ვეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებ­და ბრომ­ბენ­ზილ ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც ფრან­გმა სამ­ხედ­რო­ებ­მა, თა­ვის დრო­ზე, "კა­მი­ტი“ უწო­დეს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩვე­ნი გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნე­ბი "აბ­სურ­დუ­ლად“ შე­ა­ფა­სა და გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ცია კა­ნო­ნი­ე­რად მოქ­მე­დებ­და "კრი­მი­ნა­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის“ სა­პა­სუ­ხოდ", - აღ­ნიშ­ნავს BBC.

“კა­მი­ტი“ საფ­რან­გე­თის არ­მი­ამ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, და­სავ­ლე­თის ფრონტზე, გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნა. მისი შემ­დგო­მი გა­მო­ყე­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მწი­რია; მი­იჩ­ნე­ვა, რომ 1930-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მას თან­და­თა­ნო­ბით აღარ იყე­ნებ­დნენ, მისი გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეფექ­ტის გამო. მის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და CS გაზი, რო­მელ­საც "ცრემლსა­დენ გაზს“ უწო­დე­ბენ.

ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თულ­მა პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­საშ­ლე­ლად სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა, მათ შო­რის წყლის ჭავ­ლი, წი­წა­კის სპრეი და ცრემლსა­დე­ნი გაზი.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის, რო­მე­ლიც 2024 წლის 28 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო, იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი.

პე­დი­ატრმა, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში და მის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლი მი­მარ­თეს, გა­ნა­ცხა­და, რომ მას კანი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწ­ვო­და და წყლით ჩა­მო­ბა­ნა ვერ შვე­ლო­და. უფრო მე­ტიც, მისი თქმით, "სა­ხის და­ბა­ნის მცდე­ლო­ბამ კი­დევ უფრო გა­ა­უ­ა­რე­სა მდგო­მა­რე­ო­ბა“.

ჩა­ხუ­ნაშ­ვილს სურ­და გა­ე­გო, ვინ­მეს ხომ არ გა­ნუც­დია მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი. ამი­ტომ აქ­ცი­ის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში კი­თხვა­რის შევ­სე­ბა სთხო­ვა. და­ახ­ლო­ე­ბით 350-ის თით­ქმის ნა­ხე­ვარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ერთი ან მეტი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა ოც­და­ათ დღე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

ეს სიმპტო­მე­ბი იყო თა­ვის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა, ხვე­ლა, ქო­ში­ნი და ღე­ბი­ნე­ბა.

მისი კვლე­ვა რე­ცენ­ზი­რე­ბუ­ლია და დამ­ტკიც­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნალ "ტოქ­სი­კო­ლო­გი­ის ან­გა­რი­შებ­ში“ გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად.

ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა ასე­ვე გა­მო­იკ­ვლია გა­მო­კი­თხუ­ლი 69 ადა­მი­ა­ნი და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მათ გუ­ლის ელექტრულ სიგ­ნა­ლებ­ში "ანო­მა­ლი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბა“ ჰქონ­დათ.

"ამით პე­დი­ატრმა და­ა­დას­ტუ­რა ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ექი­მე­ბის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნა: რომ წყლის ჭავლში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა იყო და­მა­ტე­ბუ­ლი. მათ მო­უ­წო­დეს მთავ­რო­ბას, და­ედ­გი­ნა, თუ რა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, რო­მე­ლიც ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს სპეც­რაზმს, უარი თქვა ამის გა­კე­თე­ბა­ზე“, - წერს BBC.

გა­მო­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმთან და­კავ­ში­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის წყა­როს სთხო­ვა დახ­მა­რე­ბო­და BBC-ს ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები