"არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება!" - ბიძინა კულუმბეგოვი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს - კვირის პალიტრა

"არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება!" - ბიძინა კულუმბეგოვი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს

ექიმი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის რეკომემდაციებს გასცემს.

"საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10).

გთხოვთ დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:

▪️დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრო

▪️მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ

▪️არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება.

▪️გამოიყენეთ შესაბამისი ნიღაბი: N95 ან FFP2 ტიპის რესპირატორი (ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ასეთი ზომის მყარ ნაწილაკებს ვერ აკავებს).

▪️მანქანაში ჩართეთ შიდა ჰაერის წმენდის რეჟიმი

▪️სახლი დაალაგეთ სველი წესით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.