"ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, ეს საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა და კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პატრონების ქმედებების აბსურდულობას" - ირაკლი კირცხალია BBC-ის სტატიაზე - კვირის პალიტრა

"ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, ეს საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა და კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პატრონების ქმედებების აბსურდულობას" - ირაკლი კირცხალია BBC-ის სტატიაზე

"რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო, "ბიბისის" დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუხდათ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

"ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე - საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო და იცით ვის და რას „ეყრდნობიან”? - ჩახუნაშვილს, ხასაიას, გიგაურს, შაიშმელაშვილს და ა.შ. ეს ჩვენი აგენტი რადიკალებიც სრული სერიოზულობით აზიარებენ სოციალურ ქსელებში.

რა უქნეს და სად მიიყვანეს ეს ხალხი, ამითაც მარტივი მისახვედრია!

ეს უკვე ტვინის გამორეცხვაც აღარ არის, ეს საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა და ამავდროულად, კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს აგენტურისა და მათი პატრონების ქმედებების მასშტაბებსა და აბსურდულობას", - წერს კირცხალია.