სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ ავარიას 2 ბაიკერის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარ ავარიას ბაიკერები - საბა ტუღუშისა და შაკო ბიჭაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე, 30 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.
ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.