"პროცესები შესაძლოა დომინოს პრინციპით განვითარდეს... რაც არ უნდა აპრავონ "ქოცებმა" გაზის ამბავი, ვიცით რა, როგორ რეაგირებს ბრიტანეთი ქიმიურ, ან ბიოლოგიურ შეტევებზე" - რას წერს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"პროცესები შესაძლოა დომინოს პრინციპით განვითარდეს... რაც არ უნდა აპრავონ "ქოცებმა" გაზის ამბავი, ვიცით რა, როგორ რეაგირებს ბრიტანეთი ქიმიურ, ან ბიოლოგიურ შეტევებზე" - რას წერს გია ხუხაშვილი?

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რაც არ უნდა "აპრავონ" "ქოცებმა" გაზის ამბავი, ვიცით რა, როგორ რეაგირებს ბრიტანეთი ქიმიურ, ან ბიოლოგიურ შეტევებზე, სავარაუდოდ საკმაოდ მოკლე ხანში პირველ დამანგრეველ დარტყმას ხელისუფლება იქიდან მიიღებს, რის შემდეგაც პროცესები შესაძლოა დომინოს პრინციპით განვითარდეს" - წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.