გიჟური დღეები: ილჰამ ალიევის შეტევა რუსულ "მეხუთე კოლონაზე", კირილ ბუდანოვის "სიურპრიზი" თბილისს და ალეკო ელისაშვილის თავსატეხი - კვირის პალიტრა

გიჟური დღეები: ილჰამ ალიევის შეტევა რუსულ "მეხუთე კოლონაზე", კირილ ბუდანოვის "სიურპრიზი" თბილისს და ალეკო ელისაშვილის თავსატეხი

საოცრად დინამიკურ დროში ვცხოვრობთ: დღე არ გავა, რომ შინ და გარეთ რაღაც ახალი და არაორდინარული მოვლენა/ფაქტის შემსწრე არ გავხდეთ. ჯერ სამეზობლოდან დავიწყოთ. აზერბაიჯანის უშიშროების ორგანოებმა რუსეთის „მეხუთე კოლონა“ გამოავლინეს, რომელსაც, თურმე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ჰეიდარ ალიევის უერთგულესი „კარისკაცი“, 87 წლის რამიზ მეჰდიევი ხელმძღვანელობდა. რუსეთის ინტერესების ლობირების ბრალდებით დაპატიმრებულნი არიან ოპოზიციური პარტიის - „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ ლიდერები: ალი კერიმლი და მამედ იბრაგიმლი. გამოძიების მტკიცებით, მათ რამიზ მეჰდიევი აფინანსებდათ.

საინტერესო ისაა, რომ მეჰდიევს 1994-2019 წლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა და მამა-შვილი ალიევების უერთგულეს კადრად ითვლებოდა. მას აზერბაიჯანის „რუხ კარდინალსაც“ კი უწოდებდნენ. ამა წლის ოქტომბერში ბაქოს სასამართლომ მეჰდიევს ბრალი წაუყენა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში და ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

heidar-alievi-da-ramiz-mehdievi-1764655698.jpg

ჰეიდარ ალიევი და რამიზ მეჰდიევი

ათწლეულების მანძილზე არავისთვის იყო დაფარული, რომ რამიზ მეჰდიევი „რუსეთის კაცი“ იყო. ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა გაესვას ხაზი: რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ურთიერთობას ყოველთვის რამიზ მეჰდიევის მეშვეობით ახორციელებდნენ. ბუნებრივია, მას ეს უფლებამოსილება პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან ჰქონდა გადაცემული. 2019 წლის ოქტომბერში რამიზ მეჰდიევი ალიევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად „ჩამოალაბორანტა“, 2025 წლის ოქტომბერში კი - ოთხთვიან შინაპატიმრობაში გაამწესა. რუსეთის „მეხუთე კოლონის“ გამოვლენის მიუხედავად, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, რომ ილჰამ ალიევი საბოლოოდ ჩამოსცილდა „პუტინის ვექტორს“. ამას დრო გვიჩვენებს.

ramiz-mehdievi-1764655720.jpg

რამიზ მეჰდიევი და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, 2019 წელი.

მეორე სიურპრიზი უკრაინიდან გველოდა. 2025 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ: „გუშინდელი დღის შემდეგ სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან (ასევე, კონკრეტული აქტივისტების მხრიდან) კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები. მიუხედავად ამისა, ხსენებული მედიაპლატფორმების არც ერთ წარმომადგენელს უსაფრთხოების სამსახურისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს.

თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა, გავრცელებულ განცხადებაში, მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ. ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ.

ჩვენ პროაქტიულად ვცდილობთ გავარკვიოთ, რით იყო გამოწვეული მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება, რომელმაც კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მისცა“.

ზემოთ აღნიშნული ტექსტიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელების ერთ-ერთ გეოლოკაციად საქართველოს ტერიტორიაცაა მითითებული.

საკითხში უკეთ გასარკვევად პირველწყარო უნდა მოვიძიოთ. ირკვევა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა, არამედ - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველომ გაავრცელა. 2025 წლის 29 ნოემბერს უკრაინის ამ სპეცსამსახურის ოფიციალურ ტელეგრამ-გვერდზე მცირე ტექსტი და ორი გეოლოკაციური ფოტო განთავსდა, რომლის ქართულ თარგმანს ქვემოთ გთავაზობთ: „უკრაინის სამხედრო დაზვერვა წარმატებით ამხელს რუსი ოკუპანტების გეგმებს ყველა კონტინენტზე. რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ მაღალტექნოლოგიური ომის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტრის გეგმებისა და განზრახვების დროული გამოაშკარავება. უკრაინის სამხედრო დაზვერვა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მტრის სამეთაურო პუნქტების გამოვლენასა და მათი გადაადგილების თვალყურის დევნებას, ასევე, ცდილობს, მათგან მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას და ხელსაყრელ პირობებში მტრის ხელმძღვანელობის განადგურებას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაყოფებმა, ტექნიკური დაზვერვისა და ოპერატიული ხერხების გამოყენებით, გამოავლინეს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო ტერმინალების ქსელები, უკრაინასთან ფრონტის ხაზის გასწვრივ და აფრიკაში. ამ ტერმინალებიდან რუსი ოკუპანტების გეგმების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გამოყენების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი გეოლოკაციის გამჟღავნებისა და განადგურების შესახებ. სანამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გაგრძელდება, მტერს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ ექნება უსაფრთხო თავშესაფარი. დიდება უკრაინას!“.

ტექსტს ორი გეოლოკაციური ფოტო ერთვის:

Головне управління розвідки МО України

prontis-xazis-1764655771.jpg

წითელი წრეებით აღნიშნულია ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული „რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო ტერმინალები“. მეორე ფოტო კი ასეთია,

picture4-1764655789.jpg

სადაც აფრიკის კონტინენტთან ერთად მონიშნულია საქართველოც. გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვის დაქვემდებარებაში არსებული უკრაინის სპეცსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე ლოგიკურ კითხვას ბადებს:

1. რა იგულისხმება რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალურ უსაფრთხო საკომუნიკაციო ტერმინალების გეოლოკაციაში: მხოლოდ თანამგზავრული კავშირის ტერმინალები (მაგ. ილონ მასკის starlink სისტემა) თუ რუსეთის სპეცსამსახურების სამეთაურო პუნქტებიც, თანამდევი ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებებით?

starlink-v-1764655751.jpg

starlink V -2 ფრონტის ხაზზე.

2. როგორ ესახება უკრაინის სამხედრო დაზვერვას „რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო საკომუნიკაციო ტერმინალების განადგურება“ სხვა ქვეყნებში: SpaceX-ის მიერ ტერმინალის დეაქტივიზაციის გზით თუ სხვა საშუალებით?

ასევე დაგაინტერესებთ:როგორ მოაწყვეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თბილისი-მოსკოვის "საჰაერო ხიდი" და რატომ ეთამაშებოდა კა-გე-ბე ქართველ დისიდენტებს კატათაგვობანას?!

სექსუალური რუსი "კატიები" საქართველოს წინააღმდეგ - რატომ ანთხევდა გესლს ევროსაბჭოს დეპუტატი ჰენკოკი ქართველების წინააღმდეგ და რას აკეთებდა ევროპარლამენტარი კიეზა ცხინვალში?!

ეროვნული მოძრაობის ლიდერების ბურუსით მოცული ტრაგიკული აღსასრული - "კაგებეს" კომბინაციები, რომლებიც საქართველოში დღემდე გრძელდება

ისტორიის გაკვეთილები: სისხლიანი 12 ნოემბერი პარიზში - როგორ უნდა დამარცხდეს "ურჩხული", რომელიც მოუშორებელი ჭირი გახდა

ცნობილია, რომ Starlink-ის ტერმინალები უზრუნველყოფს ინტერნეტთან შეუფერხებელ წვდომას, რის შედეგადაც სამხედრო კონტინგენტს ფრონტის ხაზზე მაღალი ხარისხის კავშირი გააჩნია. თანამედროვე ომში კი საიმედო კავშირი აუცილებელია ჯარების მართვისთვის, ასევე, არტილერიის დარტყმებისა და დრონების მართვა-კოორდინირებისთვის. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის მომსახურებით პენტაგონთან დადებული კონტრაქტის მიხედვით სარგებლობენ. რუსეთის შეიარაღებული ძალები კი SpaceX Starlink-ს არაოფიციალურად ჯერ კიდევ 2023 წლიდან იყენებდნენ, უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიებზე. ილონ მასკი ამტკიცებს, რომ მისი კომპანია SpaceX რუსეთს Starlink-ის აღჭურვილობას არ აწვდის. რამდენიმე თვის წინ მასკმა განაცხადა: „მაშინაც კი, თუ პუტინი ჭკვიან ადამიანს მიწოდებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას ტერმინალებს მივაწვდი“. აბა, მაშინ საიდან ხვდება Starlink-ის ასობით ტერმინალი რუსეთში? როგორც ირკვევა, „Starlink-ის ტერმინალები რუსეთს სანქციების გვერდის ავლით, მესამე ქვეყნების მეშვეობით მიეწოდება. ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც ასახელებენ.

გასული კვირა ალეკო ელისაშვილმა „დახურა“ და დიდი თავსატეხიც გაგვიჩინა: რეალურად რა მიზანს ემსახურებოდა მისი, ინდური ფილმების სტილში გადაწყვეტილი „ბოლივუდური თავგადასავალი“? ისიც გასარკვევია, რა იყო ეს: დიდი ემოციებისგან გონებადაბინდულის „დონკიხოტობა“ თუ დაგეგმილი პროვოკაცია?!