"2001 წელს მანქანა დამეჯახა. ისე დამაზარალა, ნახევარი წელიწადი ეტლში ვიჯექი... ერთი დღე არ ყოფილა, რეპეტიციას არ დავსწრებოდი" - რას ჰყვება ნინო სუხიშვილი - კვირის პალიტრა

"2001 წელს მანქანა დამეჯახა. ისე დამაზარალა, ნახევარი წელიწადი ეტლში ვიჯექი... ერთი დღე არ ყოფილა, რეპეტიციას არ დავსწრებოდი" - რას ჰყვება ნინო სუხიშვილი

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბით“ აკა­დე­მი­უ­რი და­სის მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტორი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი. მან ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას სტა­ტი­ის ბო­ლოს ნა­ხავთ.

ლია:

- მო­გე­სალ­მე­ბით. მოგ­ვი­ყე­ვით რო­გო­რი იყო ან­სამ­ბლის ბოლო გას­ტრო­ლი. სად იყა­ვით და რა პროგ­რა­მით?

- ახ­ლა­ხან დავ­ბრუნ­დით - ხან­გრძლი­ვი გას­ტრო­ლი გვქონ­და მექ­სი­კა­ში. თხუთ­მეტ­ზე მეტი ქა­ლა­ქი მო­ვი­ა­რეთ. რო­გორც ყო­ველ­თვის, დიდი წარ­მა­ტე­ბით 20-მდე კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­ტო­ვეთ. ეს არ იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი გას­ტრო­ლი მექ­სი­კა­ში, ად­რეც ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო, რად­გან მექ­სი­კის ბოლო გას­ტრო­ლი­დან დიდი დრო იყო გა­სუ­ლი. მოკ­ლედ, ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლე­ბი დავ­ბრუნ­დით.

გულ­შე­მატ­კი­ვა­რი:

- რო­დის ვე­ლო­დოთ სულ პირ­ვე­ლი "ას­სას" (ვე­ტე­რა­ნე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით) გა­ნახ­ლე­ბულ შოუს? ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა.

- ამის დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს და ეს იდეა დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს ჩვენ­თან. შარ­შან ვა­პი­რებ­დით ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მაგ­რამ ად­გი­ლის გამო ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხეთ. ვე­ტე­რა­ნე­ბიც უნდა და­ვა­საქ­მოთ, თან, იმ "ასსა“ პრო­ექტს 25 წელი შე­უს­რულ­და, რო­მელ­მაც ქარ­თულ სა­ცეკ­ვაო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში დიდი გარ­ღვე­ვა გა­ა­კე­თა. ნო­ვა­ტო­რუ­ლი პრო­ექ­ტი იყო, თუმ­ცა პრო­ექ­ტმა შემ­დეგ წლებ­ში ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტშიც ვი­ყე­ნებთ... ძვე­ლი "ასსა“ გვინ­და, რო­მე­ლი­მე დიდ დარ­ბაზ­ში გა­ვი­მე­ო­როთ - ალ­ბათ სპორ­ტის სა­სახ­ლე მო­უხ­დე­ბა. სა­გა­ზა­ფხუ­ლოდ ვგეგ­მავთ და ვნა­ხოთ. გააგრძელეთ კითხვა