პუტინი "ვირზე შეჯდა" ანუ 5-საათიანი წყლის ნაყვა კრემლში - მშვიდობა არ იქნება?! - კვირის პალიტრა

პუტინი "ვირზე შეჯდა" ანუ 5-საათიანი წყლის ნაყვა კრემლში - მშვიდობა არ იქნება?!

მოსკოვში დასრულდა ხუთსაათიანი მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს - სტივ უიტკოფსა და ტრამპის მრჩეველსა და ამასთანავე სიძეს, ჯარედ კუშნერს შორის...

დასრულდა უშედეგოდ, ისე, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რადგან გადაულახავი რჩება უმთავრესი საკითხი - ტერიტორიების განაწილების თემა...

1-ruk-1764749602.png
პუტინმა ტრამპის წარგზავნილები კრემლიდან სამშვიდობო შეთანხმების გარეშე გამოისტუმრა - ჯერ უკრაინამ უბრძოლველად დათმოს დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილიცო...

პუტინი კვლავ კატეგორიულად მოითხოვს, რომ უკრაინულმა მხარემ უბრძოლველად დათმოს დონეცკის ოლქის არაოკუპირებული 30-50 კმ სიგრძის 20 %-ი ტერიტორიაც.

კრემლის მეორე მოთხოვნა კი უშუალოდ დასავლეთს ეხება -ამერიკამ და ევროპამ დე ფაქტო უნდა ცნონ ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები - მთლიანად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ისევე, როგორც ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიებიც.

2-ruk-1764749602.jpg
აღმოსავლეთ ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში და უკრაინული თავდაცვითი ზღუდეები (ყვითლად) კრამატორსკისა და სლოვიანსკის მისადგომებთან...

მოსკოვში აცხადებენ, რომ მათთვის სულერთია თავად უკრაინა ცნობს თუ არა დე ფაქტოდ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის კუთვნილებას, რადგან „უკრაინას არ ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი“ - ამტკიცებენ კრემლში.

ის, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები აღმოსავლეთ ფრონტზე საბრძოლო ინიციატივას ფლობენ და ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც სულ წინ მიიწევენ, დიდად სამწუხარო ფაქტია თავად უკრაინელებისთვის და თუ ასე გაგრძელდა (არადა არ ჩანს ის „ჯადოსნური ჯოხი“, რომელიც ფრონტის ხაზზე უკრაინის დამცველების მხარეს შეაბრუნებდა სიტუაციას), დონეცკის ოლქის დაუპყრობელი 20% ტერიტორიის ოკუპირებას ანუ 30-50 კმ-ის ბრძოლებით გავლას რამდენიმე თვეში მაინც შეძლებენ...

ასევე დაგაინტერესებთ: რას წარმოადგენს Bromobenzyl Cyanide, რომელიც BBC-ის მტკიცებით, თბილისში გამოიყენეს?! - ქიმიური იარაღი ომებში და მისგან თავის დაცვის ხერხები

მთავარი ვერსია BBC-ის სკანდალურ სტატიაზე - წყალმტყორცნი მანქანების ავზების ქიმიური ექსპერტიზა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს!

თბილისში სამი საზენიტო „სპაიდერი“ ისრაელიდან უკრაინულ „რუსლანს“ ჩამოუტანია...

პუტინის სიამაყე „ავანგარდი“ გამოცდისას აუფეთქდათ?

შესაბამისად, იქნებ ჯობდეს უკრაინის მხარისთვის, რომ გადადგას ურთულესი ნაბიჯი, დათანხმდეს აგრესორი რუსეთის ამ კატეგორიულ მოთხოვნას, უბრძოლველად დაუთმოს დონეცკის ოლქის არაოკუპირებული 20% და სამაგიეროდ, ამოისუნთქოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დამდგარი მშვიდობით, თუნდაც დროებითით?

გარდა იმისა, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდ ნაწილს და მათ შორის - მებრძოლებს, ამის გაკეთების უფლებას საკუთარი სიამაყის გრძნობა არ მისცემს, წმინდა სამხედრო თვალსაზრისითაც არსებობს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები...

3-ruk-1764749602.jpg
წითლად მონიშნულია დონეცკის ოლქის ის დარჩენილი არაოკუპირებული ტერიტორია, რომლის უბრძოლველად დათმობასაც კატეგორიულად მოითხოვს პუტინი...

აქ მოყვანილ პირველ რუკაზე თეთრი უწყვეტი ხაზითაა გამოსახული ადმინისტრაციული საზღვარი, უკრაინის დონეცკისა და ხარკოვის ოლქებს შორის, ყავისფრად მონიშნულია რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული უკრაინის ტერიტორია, ხოლო ყვითელი ფერის წყვეტილი ხაზები და პუნქტირები კი აღნიშნავს უკრაინის არმიის თავდაცვით ზღუდებს, რომლებიც წლების განმავლობაში ეწყობოდა იმისთვის, რომ დაეცვათ დონეცკის ოლქის ეს ბოლო, ორი დიდი არაოკუპირებული ქალაქი - კრამატორსკი და სლოვიანსკი.

4-ruk-1764749602.png
ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი და ტრამპის სიძე კუშნერი აღტაცებით ათვალიერებდნენ მოსკოვს, პუტინთან შეხვედრამდე, იმ დროს, როდესაც კიევი ისევ იბომბებოდა, ხოლო დაპყრობილი უკრაინის ათობით ქალაქი პუტინის არმიას ნანგრევებად ჰქონდა გადაქცეული...

და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დონეცკის ოლქის დასავლეთით -დნეპროპეტროვკისა და ჩრდილო-დასავლეთით, ხარკოვის ოლქების დასაწყისში, უკრაინელებს არ გააჩნიათ ამ დონის თავდაცვითი ზღუდეები, თანაც ამ მიმართულებებზე გაშლილი მინდვრებია, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს რიცხოვნობით მეტი მტრის ფართომასშტაბიანი და გაშლილი ფრონტით შეტევების შეჩერებას...

მეორე რუკაზე კი წითლად მონიშნულია დონეცკის ოლქის ის 20 % ტერიტორია, რომელიც ჯერ ვერ დაუპყრიათ რუს ოკუპანტებს და რომლის უბრძოლველად ჩაბარებასაც დაჟინებით ითხოვს პუტინი...