"გა­მო­ვი­და გო­მე­ლა­უ­რი და ნა­ხევ­რად აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა - გაზი გვქონ­და, მაგ­რამ არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბი­აო, მერე გა­მო­ვი­და გე­ლა­ძე და თქვა, გო­მე­ლა­ურ­მა კარ­გად ვერ თქვა სათ­ქმე­ლიო.." - გია ხუხაშვილი BBC-ის სკანდალურ მასალაზე - კვირის პალიტრა

"გა­მო­ვი­და გო­მე­ლა­უ­რი და ნა­ხევ­რად აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა - გაზი გვქონ­და, მაგ­რამ არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბი­აო, მერე გა­მო­ვი­და გე­ლა­ძე და თქვა, გო­მე­ლა­ურ­მა კარ­გად ვერ თქვა სათ­ქმე­ლიო.." - გია ხუხაშვილი BBC-ის სკანდალურ მასალაზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ უფრო ღრმავ­დე­ბა სკან­და­ლი, რო­მე­ლიც BBC-ის მიერ გა­სულ წელს გავ­რცე­ლე­ბულ მძი­მე ბრალ­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა: ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მტკი­ცე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­საშ­ლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დე­ლი ქი­მი­უ­რი აგენ­ტი. აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვე­ბის შემ­დეგ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უჩი­ოდ­ნენ სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას, თვა­ლე­ბის წვას, ხვე­ლა­სა და ღე­ბი­ნე­ბას...

მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბის წყე­ბა ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი უსაფრ­თხო­ე­ბის უწყე­ბე­ბის მხრი­დან: თავ­და­პირ­ვე­ლად, ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შსს მარ­თლაც ფლობ­და BBC-ს მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბებს და 2012 წლამ­დე იყე­ნებ­და კი­დეც:

"ბოლო შე­ძე­ნა 2009 ან 2010 წელს მოხ­და. მერე არც შეგ­ვი­ძე­ნია და არც გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია... "ნა­ცებ­მა“ კატა გა­მო­თხა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მოქ­მე­დი შსს მი­ნის­ტრი გელა გე­ლა­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს "კა­მი­ტის“ არ­სე­ბო­ბას სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში:

"ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას გა­დავ­ხე­დე და შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ შსს-ს "კა­მი­ტი“ არას­დროს შე­უს­ყი­დია. ბრალ­დე­ბა არის აბ­სურ­დი და სიც­რუე“, - ამ­ბობს იგი და ამა­ტებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. ორი უმაღ­ლე­სი, ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა: ერთი ადას­ტუ­რებს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ძე­ნა­სა და წარ­სულ­ში გა­მო­ყე­ნე­ბას, მე­ო­რე უარ­ყოფს თა­ვად ამ ნივ­თი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა­საც კი. სწო­რედ ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ კი­დევ უფრო გა­ა­ჩი­ნა კი­თხვა: რა გა­მო­ი­ყე­ნეს რუს­თა­ველ­ზე? ამ კი­თხვებ­ზე სა­კუ­თარ ვერ­სი­ებს ანა­ლი­ტი­კო­სი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს.

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კარ­გად ნა­ცად, რუ­სულ ალ­გო­რითმს მიყ­ვე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე უნდა უარ­ყო, ისე, რომ სა­კი­თხში არც კი გა­ერ­კვე. გა­ვიხ­სე­ნოთ ბრი­ტა­ნე­თის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლისტ პო­ლო­ნი­უ­მით მო­წამ­ლეს. რუ­სე­ბი ამას ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უარ­ყოფ­დნენ. სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვარ და დე­ტა­ლუ­რად ვერ ვი­სა­უბ­რებ ამ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე - რა არის, რა ტი­პის და­ნა­შა­ულს უკავ­შირ­დე­ბა და ა.შ. მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოს­მე­ნი­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა. და თუ ამას პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში გან­ვი­ხი­ლავთ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ სუ­რათს ვი­ღებთ: ბრი­ტა­ნუ­ლი მხრი­დან ამ ტი­პის გა­მო­ძი­ე­ბა, რო­გორც წესი, თავ­დე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის, ვინც ქი­მი­ურ ან ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღს იყე­ნებს, მით უფრო - მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე ფა­ზა­ში გა­და­ვი­დეს.

უკვე ისე­დაც არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი სან­ქცი­ე­ბის საფრ­თხე და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ზე­წო­ლა. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ BBC-ის გა­მო­ძი­ე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით ამუ­შავ­დე­ბა უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­სან­ქციო მე­ქა­ნიზ­მე­ბი ბრი­ტა­ნე­თის მხრი­დან, ხოლო შემ­დეგ დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით გა­და­ე­დე­ბა ევ­რო­პას მთლი­ა­ნად და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­საც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქო­ცებს“ რა­ღაც ილუ­ზი­ე­ბი აქვთ ვა­შინგტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბის თა­ო­ბა­ზე. ეს არის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი და მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გი, რის­კე­ნაც ეს ის­ტო­რია მი­დის.

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკვე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ BBC-ის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩელს ამ­ზა­დებს. ეს რამ­დე­ნად მუ­შა­ობს თა­ვის მარ­თლე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად?

- ერთი მხრივ ამ­ბო­ბენ, რომ BBC-ის უჩივ­ლე­ბენ, მე­ო­რე მხრივ კი მა­თი­ვე ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ადას­ტუ­რებს, რომ ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სა­მი­ნის­ტრო­ში ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და. ამას გარ­და, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რი - მათ შო­რის, გა­ზის შერ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თა­ლია ამ ის­ტო­რი­ა­ში, მა­შინ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ბა­ქი­ბუ­ქის და "ჰა­ე­რის შრი­ა­ლის“ ნაც­ვლად კონ­კრე­ტი­კას უნდა მიჰ­ყოს ხელი. არ იყო "კა­მი­ტი“? ძა­ლი­ან კარ­გი, მა­შინ თქვან, რა გაზი იყო, რა შე­უ­რი­ეს, რა ხსნა­რი შე­ას­ხეს ადა­მი­ა­ნებს. რე­ა­ლუ­რად რა გა­მო­ი­ყე­ნეს, ეს უნდა და­სა­ხელ­დეს. ამა­ზე კი დუ­მან და არა­ფერს ამ­ბო­ბენ. რო­დე­საც კონ­კრე­ტულ ბრალ­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის ნაც­ვლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ პრო­პა­გან­დით პა­სუ­ხობს, ეს ეჭ­ვებს კი არ ამ­ცი­რებს, არა­მედ კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს. ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით, რომ მათი ეს ბოდ­ვე­ბი უცხო­ეთ­ში არა­ვის არ აინ­ტე­რე­სებს, პი­რი­ქით, ეს ბოდ­ვე­ბი და ის­ტე­რი­კა მათ მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს. ერ­თა­დერ­თი, მათი რი­ტო­რი­კა შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის თუ გა­მოდ­გე­ბა, სა­კუ­თარ მრევლს აუ­რე­ვენ ტვინს, გა­რეთ ვე­რა­ვის მო­ა­ტყუ­ე­ბენ და ეს თა­ვა­დაც მშვე­ნივ­რად იცი­ან.

ავი­ღოთ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია: არ­ცერ­თი ხე­ლი­სუ­ფა­ლი არ სარ­გებ­ლობს იმა­ვე პრინ­ცი­პით, რომ­ლი­თაც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე. ჩვენ, ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს, გვაქვს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის უფ­ლე­ბა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბაა ვალ­დე­ბუ­ლი დაგ­ვიმ­ტკი­ცოს და­ნა­შა­უ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ასე არ არის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია და­ამ­ტკი­ცოს სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა, გამჭვირ­ვა­ლედ და და­მა­ჯე­რებ­ლად. ჩვენ კი ვხე­დავთ, რომ "ოც­ნე­ბა“ ამას არ აკე­თებს, პი­რი­ქით - თა­ვად აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად ისარ­გებ­ლოს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ით. ეს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა არ არის.

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ავი­თა­რე­ბენ მო­საზ­რე­ბას, რომ BBC-ის ტრამ­პიც უჩი­ვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის. რო­გორ გგო­ნი­ათ, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია ასე­თი არ­გუ­მენ­ტი?

- არა­და, ყვე­ლას გვახ­სოვს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა “BBC-ის ცოტა ხნის წინ რო­გორ უხ­სნი­და სიყ­ვა­რულს, კე­ზე­რაშ­ვილ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტის გამო. ახლა უცებ "მტრად“ წარ­მო­ა­ჩი­ნეს. ტრამპს თა­ვის ან­გა­რი­შე­ბი აქვს BBC-ის­თან, მან მშვე­ნივ­რად იცის, რა არის ეს მე­დია და რო­გორ მუ­შა­ობს... ტრამ­პის და BBC-ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მა­გა­ლი­თად მო­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს შიდა სკან­და­ლის გა­სა­ბა­თი­ლებ­ლად არის უში­ნა­არ­სო, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი გზავ­ნი­ლი და მეტი არა­ფე­რი. რე­ა­ლურ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან და სი­მარ­თლის დად­გე­ნას­თან ამ შე­და­რე­ბებს სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ: რას წარმოადგენს Bromobenzyl Cyanide, რომელიც BBC-ის მტკიცებით, თბილისში გამოიყენეს?! - ქიმიური იარაღი ომებში და მისგან თავის დაცვის ხერხები

მთავარი ვერსია BBC-ის სკანდალურ სტატიაზე - წყალმტყორცნი მანქანების ავზების ქიმიური ექსპერტიზა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს!

- ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ "კა­მი­ტი“ შე­ი­ძი­ნეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში და ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, რას ცვლის დიდ სუ­რათ­ში?

- მე პი­რა­დად არ მახ­სოვს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დროს“ ამ ტი­პის გაზი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. მა­შინ ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ღვე­ვე­ბი ნამ­დვი­ლად იყო, ამას არა­ვინ უარ­ყოფს, მაგ­რამ წყლის ჭავლთან ერ­თად, ასე­თი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, და­ვუშ­ვათ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა“ ის გა­მო­ი­ყე­ნეს, ეს რით ამარ­თლებს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? მით უფრო, მა­შინ რო­დე­საც დღეს არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, აღ­წე­რი­ლია სიმპტო­მე­ბი... კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ: ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის, რომ დიდ სუ­რათ­ში ამ ის­ტო­რი­ი­დან ად­ვი­ლად ვერ გა­მოძ­ვრე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის ტვი­ნე­ბის არე­ვას და ლა­პა­რა­კობს ათას სი­სუ­ლე­ლეს. ჯერ გა­მო­ვიდ­ნენ და თქვეს - რა გაზი, რის გა­ზიო, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ არ­სე­ბობ­დაო. მერე გა­მო­ვი­და გო­მე­ლა­უ­რი და ნა­ხევ­რად აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა - გაზი გვქონ­და, მაგ­რამ არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბი­აო, მერე გა­მო­ვი­და გე­ლა­ძე და თქვა, გო­მე­ლა­ურ­მა კარ­გად ვერ თქვა სათ­ქმე­ლიო... ბი-ბი-სის გა­მო­ძი­ე­ბა­ში ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლად წე­რია - და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია გა­ზე­ბის ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც ეს აგენ­ტი ეკუთ­ვნის. შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად "კა­მი­ტი“ არ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ გა­მო­ი­ყე­ნეს იმა­ვე ჯგუ­ფის სხვა გაზი, ისიც არა­ნაკ­ლებ სა­ში­შია. "კა­მი­ტი“ არის ამ ჯგუ­ფის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, მაგ­რამ ამა­ვე ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი სხვა გა­ზე­ბიც ისე­თი­ვე სა­ში­შია. ანუ თუ ის რაც ჩვენ შეგ­ვას­ხეს "კა­მი­ტი“ არ იყო და სხვა რამე იყო, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვას­თან გვქონ­დეს საქ­მე.

განაგრძე კითხვა