რუსებს ფანტაზია "გაეხსნათ" ანუ კვარაცხელია, მიქაუტაძე და მამარდაშვილი საბჭოთა კავშირის ნაკრებში?!
sovsport-ში ჟურნალისტმა ალექსეი ბეზიაზიჩნიმ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „საკავშირო ოცნების გუნდი. როგორი იქნებოდა დღეს სსრკ-ს ნაკრები“.
„ლივერპულის“, პსჟ-ს, ცსკა-ს და სხვა ტოპ-კლუბების ვარსკვლავები.
"ახლა რომ რუსეთის, უკრაინის და საქართველოს ნაკრებები ხვიჩასთან ერთად გაგვეერთიანებინა, ყველაზე მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას შევძლებდით. სომხეთსაც ჰყავს კარგი ფეხბურთელები. ისევე როგორც 1966 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლას მოვახერხებდით“, - უთხრა გამოცემას სერგეი ტაშუევმა (უკრაინაში დაბადებული რუსი მწვრთნელია - რედ).
ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა, როგორ გამოიყურებოდა ეს გუნდი. მუნდიალის ნახევარფინალზე არ გავიქაჩებით, მაგრამ შემადგენლობა მსოფლიოში მართლაც ერთ-ერთი უძლიერესი გამოვიდოდა. ასეთი კოლექტივის სათავეში ჩადგომაზე ბევრი ტოპ-მწვრთნელი არ იტყოდა უარს. ამჟამად დაუსაქმებელთაგან იგივე იურგენ კლოპია შესანიშნავი ვარიანტი!
მეკარე
გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ლივერპული, ღირებულება 28 მილიონი ევრო)
სათადარიგოები: ანატოლი ტრუბინი (უკრაინა, ბენფიკა, 28 მლნ), მატვეი საფონოვი (რუსეთი, პსჟ, 18 მლნ)
1966 წელს სსრკ-ს კარს ლეგენდარული ლევ იაშინი იცავდა, თუმცა დღეს პირველი ნომრის პოზიციაზე ნერვიულობა არ მოგვიწევდა. საკმარისია ვთქვათ, რომ სამ საუკეთესოს შორის თვით „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი ვერ მოხვდებოდა! მამარდაშვილი სასტარტოში იმიტომ დავაყენეთ, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, უკვე ხუთი წელია ასპარეზობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში და ამჟამად ტრავმირებულ ალისონს ცვლის.
მარცხენა მცველი
ვიტალი მიკოლენკო (უკრაინა, ევერტონი, 25 მლნ)
სათადარიგო: ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, ევერტონი, 20 მლნ)
ცენტრალური მცველები
ილია ზაბარნი (უკრაინა, პსჟ, 55 მლნ), იგორ დივეევი (რუსეთი, ცსკა, 8 მლნ)
სათადარიგო: აბდუკოდირ ხუსანოვი (უზბეკეთი, მანჩესტერ სიტი, 35 მლნ)
მარჯვენა მცველი
დანილ კრუგოვოი (რუსეთი, ცსკა, 5 მლნ)
ცენტრალური ნახევარმცველები
ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი, მონაკო, 20 მლნ), ედუარდ სპერციანი (სომხეთი, კრასნოდარი, 25 მლნ)
სათადარიგოები: მატვეი კისლიაკი (რუსეთი, ცსკა, 16 მლნ), დმიტრი ბარინოვი (რუსეთი, ლოკომოტივი, 9 მლნ), ივან ობლიაკოვი (რუსეთი, ცსკა, 10 მლნ)
შემტევი ნახევარმცველი
ალექსეი ბატრაკოვი (რუსეთი, ლოკომოტივი, 23 მლნ)
სათადარიგოები: გეორგი სუდაკოვი (უკრაინა, ბენფიკა, 32 მლნ), ალექსეი მირანჩუკი (რუსეთი, ატლანტა, 9 მლნ)
მარცხენა გარემარბი
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, პსჟ, 90 მლნ)
სათადარიგოები: სერგეი პინიაევი (რუსეთი, ლოკომოტივი, 10 მლნ), ანდრეი მოსტოვოი (რუსეთი, ზენიტი, 4 მლნ)
გუნდის უდავო ლიდერი ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერი გახდებოდა, რომელიც თავიდანვე დამკვიდრდა გასული სეზონის საუკეთესო კლუბში, სადაც „ნაპოლიდან“ გადავიდა და სადაც რამდენიმე წელი სერია А-ს ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. კვარაცხელიას გარეშე პსჟ-ს მიერ 2025/26-ის სეზონში ოთხი ტიტულის მოგება შეუძლებელი იქნებოდა. „საკავშირო ნაკრებშიც“ ქართველი „ენერჯაიზერი“ ნებისმიერ მეტოქეს შიშის ზარს დასცემდა. ასეთი სუპერვარსკვლავი პოსტსაბჭოთა სივრცეში ანდრეი შევჩენკოს შემდეგ არ ყოფილა.