"განათლების ამჟამინდელი რეფორმა ერთი ერთში ბრუნდება რამდენიმე ათწლეულით უკან საბჭოთა განათლების სისტემაზე" - რას წერს არჩილ გამზარდია განათლების სასკოლო რეფორმაზე? - კვირის პალიტრა

"განათლების ამჟამინდელი რეფორმა ერთი ერთში ბრუნდება რამდენიმე ათწლეულით უკან საბჭოთა განათლების სისტემაზე" - რას წერს არჩილ გამზარდია განათლების სასკოლო რეფორმაზე?

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია განათლების რეფორმებს ეხმაურება:

საბჭოთა სკოლის მოდელის ძირითადი პრინციპები:​

1. ცენტრალიზაცია (ერთიანობა):​განათლების სისტემის მკაცრი ცენტრალიზებული მართვა სახელმწიფოს მხრიდან.​

2. ერთიანი სასწავლო გეგმა და პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით (ე.წ. „ერთ თარგზე მორგება“).

​3. სისტემის სრული დაქვემდებარება სახელმწიფო პოლიტიკას.​

4. იდეოლოგიზაცია.

5. ხელისუფლებისადმი მორჩილი და "სასურველი" თაობის აღზრდა.

6. ერთიანი სასკოლო ფორმა.

7. სკოლის შერჩევა მხოლოდ ტერტორიული სიახლოვის პრინციპით.

8. ერთი და იგივე სავალდებულო სახელმძღვანელოები.და ა.შ.​მოკლედ, საბჭოთა სკოლა იყო ცენტრალიზებული, იდეოლოგიზებული და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული სისტემა.

განათლების ამჟამინდელი რეფორმა ერთი ერთში ბრუნდება რამდენიმე ათწლეულით უკან საბჭოთა განათლების სისტემაზე.