არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში მოსწავლეები თანასკოლელს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში მოსწავლეები თანასკოლელს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დი­დის ერთ-ერთ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა, ამა­ვე სკო­ლის კი­დევ ერთ მოს­წავ­ლეს ტან­საც­მლის გახ­და აი­ძუ­ლეს და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა სკო­ლის დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მოხ­და.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე-10 კლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი მე-9 კლა­სელ ბიჭს წარ­სულ­შიც აბუ­ლინ­გებ­დნენ. რო­გორც ირ­კვე­ვა, საქ­მე­ში უკვე ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ცია.

რო­გორც ambebi.ge-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე და 150-ე მუხ­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს ძა­ლა­დო­ბა­სა და იძუ­ლე­ბას.