ეტლში მჯდომი სიძის ემოციური სიმღერა და ატირებული პატარძალი - ქორწილი, რომლის ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა - კვირის პალიტრა

ეტლში მჯდომი სიძის ემოციური სიმღერა და ატირებული პატარძალი - ქორწილი, რომლის ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა

ამ ქორწილის ვიდეოები ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სოციალურ ქსელში და მილიონობით ნახვა დააგროვა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა სიძის სიმღერის მომენტი და პატარძლის ცრემლები.

როგორც ვიდეოს აღწერიდან ვიგებთ, ქორწილი ყაზახეთში შედგა. შეზღუდული შესაძლებლობების სასიძომ საყვარელ ქალზე იქორწინა და არა მხოლოდ საოცარი ქორწილი მოუწყო, არამედ სიურპრიზიც - მისთვის იმღერა. ამ სიმღერის დროს, პატარძალთან ერთად, ბევრი სტუმარიც ტიროდა.

ქორწილის ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს. ძირითადად იმაზე წერენ, რომ სიყვარული ყველა წინაღობაზე მაღლა დგას. ბევრი ულოცავს წყვილს და ამბობს, რომ მსგავსი მაგალითები იმედის მომცემია, ანგრევს სტიგმებს.

ვიდეო სანახავად გადადით ბმულზე