მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება": ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ, მაგრამ არ მინდა საზოგადოება შევაშინო...კოლექტიური სამხრეთი საქართველოში გაბატო - კვირის პალიტრა

მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება": ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ, მაგრამ არ მინდა საზოგადოება შევაშინო...კოლექტიური სამხრეთი საქართველოში გაბატონებას გეგმავს" - რა ემუქრება ქვეყანას?!

"არაფერი შეცვლილა, განსაკუთრებით­ საზოგადოებრივი ურთიერთობების წესე­ბში,­ იგივე დარჩა კომპრომისის დეფიციტით და ურთიერთზიზღით", - ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე პარლამენტის წინ უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას.

- მთელი წლის განმავლობაში ვიმეორებდი ერთსა და იმავეს: ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა. 4 ოქტომბრის მოვლენებმა ვითარება უფრო მეტად დაამძიმა. ოპოზიციის დიდი ნაწილის გეგმები გაუფასურდა, რადგან არ გაითვალისწინეს სამოქალაქო ომის მტკივნეული შედეგები, რაც ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოშუშებია. მაინც უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ხელისუფლება არ წამოეგო ანკესზე და არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც წინა ხელისუფლებებმა რამდენჯერმე გადადგეს 90-იანი წლების დამდეგს, 90-იანი წლების მიწურულს და შემდეგ 2000-იან წლებში. ვგულისხმობ ომში ჩათრევას.

- 4 ოქტომბრის მთავარი ინიციატორი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მას უღალატეს...

- პაატა ბურჭულაძე ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, კარგად ვიცნობ და არ მეგონა, თუ ასეთ შეცდომას დაუშვებდა. როდესაც რაიმეს გეგმავ იმ ადამიანის იმედზე, რომელიც საქმეში არ გამოგადგება და ეს კარგად იცი, ეს შენი შეცდომაა და არა მათი ღალატი. მე არ ვფიქრობ, რომ მას უღალატეს, ის, უბრალოდ, მოატყუეს.

- თქვენ ახლა სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს გულისხმობთ?

- როგორც ვიცი, ბურჭულაძეს ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი დაჰპირდა, რომ სოლიდარობას გამოხატავდა აქციის მონაწილეების მიმართ. რა სოლიდარობასა და მხარდაჭერაზე იყოლაპარაკი? პაატას პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს და არ ჰქონდა უფლება ასეთი პასუხისმგებლობა აეღო. ასევე ჩემთვის სრულიად მიუღებელია სიტყვათა შეხამება "მშვიდობიანი დამხობა". დამხობა როგორ შეიძლება იყოს მშვიდობიანი?

- დღეს ლიდერები ისევ საუბრობენ ერთობაზე. როგორ ფიქრობთ, გამოუვათ?

- გამორიცხულია იმ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რომლებიც დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთობა. იქ არის ერთი მთავარი პარტია - "ნაცმოძრაობა"­ და მისი განაყოფები, ისინი არ დაუშვებენ ერთობას თავიანთი დომინაციის გარეშე.

- ხშირად ვისმენთ ხელისუფლების კრიტიკას იმ პირებისგანაც, რომლებიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

- დიახ, ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაგრამ მაინც მხარს უჭერენ. არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება მოსწონდეს გაუთავებელი დაპირისპირებები, ქუჩის ინციდენტები, დაპატიმრებები, შეჯახებები და ა.შ. მაგრამ საგარეო პოლიტიკაში ნამდვილად არის გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის დაცვას ომისგან, თუმცა შიდა პოლიტიკაში სტაბილურობა არ ჩანს. აქედან მოდის გაღიზიანებაც. დიახ, გუშინ რომ ხელისუფლების თავგამოდებული მხარდამჭერები იყვნენ, დღეს მწვავედ აკრიტიკებენ, მაგრამ მაინც მხარდამჭერებად რჩებიან, იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკურ ძალასთან მათი ასოცირება შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა ოპოზიციურ სივრცეს კვლავ "ნაცმოძრაობა" აკონტროლებს. თუმცა დღეეს საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი ძალიან დიდია, უბრალოდ, ყოველდღე ყველას არა აქვს სურვილი ან იმპულსი, ქუჩაში გამოვიდეს... ეს მუხტი კარგად გამოჩნდა 28 ნოემბერს გამართულ ხალხმრავალ აქციაზე და საკალათბურთო მატჩზეც, როდესაც ერთმა კალათბურთელმა ხელისუფლების მიმართ პოზიტიური პოზიცია დააფიქსირა და საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია­...

ასევე დაგაინტერესებთ: კრიზისის "იუბილე": 3 სცენარი საქართველოსთვის - სადამდე გაგრძელდება და როგორ შეიძლება დასრულდეს დიდი პოლიტიკური გაურკვევლობა?!

"ალეკო ელისაშვილის ქმედება პროტესტს კი არა, უფრო პროვოკაციას ჰგავს, რომელსაც მშვენივრად იყენებს ხელისუფლება" - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: "4 ოქტომბრის შემდეგ კიდევ ვინმეს თუ მოუნდებოდა ამგვარი რადიკალური ქმედება, ვერ ვიფიქრებდი"

ვადამდელი არჩევნების თემით „ოცნება“ ოპოზიციას „აბალახებს“

ფანდარასტ 007: "მე "ეფ-ეს-ბეზე" ვმუშაობდი და ქართველებს ვატყუებდი" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დროებითი ადმინისტრაციის" ყოფილი მაღალჩინოსანის ტრაგიკომიკური ისტორია

- შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ჩიხშია?

- რასაკვირველია, და ამით სარგებლობენ ჩვენი ფსევდომოყვარეები. ქვეყანაში დასავლური პოზიციების შესუსტებამ სივრცე გამოათავისუფლა და ამ ველზე უამრავი დიდი და პატარა მოთამაშე გამოჩნდა. პირველ რიგში ეს ეხება ჩვენს მეზობლებს, განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებას - კოლექტიურ სამხრეთს, რომელსაც ამ რეგიონში სხვადასხვა ინტერესი აქვს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს რეგიონში ფეხი მოიკიდონ.

- ეს მოცემულობა რა საფრთხეების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას?

- ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფრთხე ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას უკავშირდება. სამწუხაროდ, თვითმყოფადობა-იდენტობა უკვე დასაცინ სიტყვად აქციეს, მაგრამ ისეთმა პატარა ერმა, როგორიც ქართველობაა, აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა, რომ გადარჩეს. მსგავსი პროცესი, ოღონდ განსხვავებული მასშტაბით, ევროპის ქვეყნებშიც ვითარდება. იქ უკვე კატასტროფული მდგომარეობაა. საფრთხე პოლიტიკური ისლამიდან მოდის. პოლიტიკური ისლამის მთავარი მიზანია ეს რელიგია მთელ მსოფლიოში გაბატონდეს. ამ იდეის უკან დგას უზარმაზარი ძალა, რაც დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში ძალიან აშკარად ჩანს, განსაკუთრებით საფრანგეთსა და გერმანიაში. მაგალითად, ბრიტანეთში უკვე საკანონმდებლო დონეზე განიხილავენ საკითხს: იმისთვის, რომ ისლამის მიმდევრები არ გაღიზიანდნენ, ქრისტიანული ტრადიციების გამოხატვის შეზღუდვა დაიწყოს­ - იქნება ეს ტაძრებში ზარების რეკვა თუ სხვა. იგივე ვითარებაა ბელგიაშიც. მოკლედ რომ ვთქვა: უკონტროლო შემოდინება დიდი რაოდენობით ხალხისა, რომელთა ნაწილი ამ იდეოლოგიას იზიარებს, ქვეყანას საფრთხეს უქმნის. საკულტო ნაგებობების მასობრივი მშენებლობა, ახალგაზრდების წაყვანა სასწავლებლად და მათზე ზეგავლენის მოხდენა - ეს ყველაფერი პოლიტიკური ისლამის მსოფლიოში გაბატონების გეგმის ნაწილია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობენ ჩვენი სამხრეთელი მეზობლები და მათი მოქმედება საქართველოში უკვე ძალიან კარგად ჩანს... ინფრასტრუქტურული, სპორტული, ეკონომიკური პროექტების ნაწილი, რომელიც სამხრეთიდან ფინანსდება, ხშირად პოლიტიკური მიზნებით ხდება. ამ ნაბიჯების უკან დგას პოლიტიკური დაინტერესება, პოლიტიკური ისლამის გაძლიერება. ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე საჯაროდ ვამბობ, მაგრამ არ მინდა საზოგადოება შევაშინო.

წაიკითხე ვრცლად