"ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ხდება. მე არ ვარ პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე" - რა უთხრა პუტინის სავარაუდო შვილმა უკრაინელ ჟურნალისტს? - კვირის პალიტრა

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ხდება. მე არ ვარ პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე" - რა უთხრა პუტინის სავარაუდო შვილმა უკრაინელ ჟურნალისტს?

ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბებ­მა წლე­ბის წინ და­ად­გი­ნა, რომ რუ­სე­თის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ქა­ლის, სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გი­ხი­სა და კრემ­ლის დიქ­ტა­ტო­რის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­ვა­რა­უ­დო ქა­ლიშ­ვი­ლი, ლიზა (ლუ­ი­ზა რო­ზო­ვა), პა­რიზ­ში ცხოვ­რობს. ის მუ­შა­ობს ფრან­გუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ მცი­რე სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ა­ში და სა­ოც­რად ჰგავს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ხის ТСН/TCH-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა, დი­მიტ­რი სვი­ატ­ნენ­კომ, მო­ა­ხერ­ხა პუ­ტი­ნის სა­ვა­რა­უ­დო ქა­ლიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა და მას რამ­დე­ნი­მე კი­თხვა და­უს­ვა ომის შე­სა­ხებ.

გა­ლე­რეა და ფა­რუ­ლი დაც­ვა

პა­ტა­რა სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რეა, "L gallery", პა­რი­ზის მე-20 რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის­გან მო­შო­რე­ბით. ჟურ­ნა­ლის­ტმა ლუ­ი­ზა მო­რი­გი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის გახ­სნა­ზე შე­ნიშ­ნა. გააგრძელეთ კითხვა