"ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ხდება. მე არ ვარ პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე" - რა უთხრა პუტინის სავარაუდო შვილმა უკრაინელ ჟურნალისტს?
ჟურნალისტურმა გამოძიებებმა წლების წინ დაადგინა, რომ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალის, სვეტლანა კრივონოგიხისა და კრემლის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ქალიშვილი, ლიზა (ლუიზა როზოვა), პარიზში ცხოვრობს. ის მუშაობს ფრანგული დედაქალაქის ერთ-ერთ მცირე სამხატვრო გალერეაში და საოცრად ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს.
უკრაინული არხის ТСН/TCH-ის ჟურნალისტმა, დიმიტრი სვიატნენკომ, მოახერხა პუტინის სავარაუდო ქალიშვილთან შეხვედრა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა ომის შესახებ.
გალერეა და ფარული დაცვა
პატარა სამხატვრო გალერეა, "L gallery", პარიზის მე-20 რაიონში მდებარეობს, ტურისტული მარშრუტებისგან მოშორებით. ჟურნალისტმა ლუიზა მორიგი გამოფენა-გაყიდვის გახსნაზე შენიშნა. გააგრძელეთ კითხვა