#18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს - კვირის პალიტრა

#18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში, დღეს დილით, სავარაუდო სუიციდის ფაქტი დაფიქისრდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, 1970 წელს დაბადებული ბრალდებული ე.ნ. ჩამომხრჩვალი იპოვეს დაწესებულების საპირფარეშოში.

ბრალდებული სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს 2012 წლის 26 სექტემბერს. ე.ნ. დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

ბრალდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობათ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს.