საქართველოში ყავახანების ბრენდი Starbucks-ი შემოდის - კვირის პალიტრა

საქართველოში ყავახანების ბრენდი Starbucks-ი შემოდის

საქართველოში შესაძლოა, მსოფლიოში ცნობილი ყავახანების ბრენდი Starbucks შემოვიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, Starbucks-ის რესტორნები საქართველოში 2026 წლიდან გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს ბაზარზე გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიო ბრენდი რამდენიმე ათეულ ობიექტს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გახსნის.

Starbucks-ის გახსნა იგეგმება „თბილისი აუთლეტ ვილიჯშიც.“ ინფორმაციას ადასტურებს კომპანია „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა .

„აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს, მაგრამ დასრულებული არ არის. ვსაუბრობთ Starbucks-თან ძალიან აქტიურად, რომ გახსნან ჩვენთან მაღაზია. გახსნიან თუ არა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ როგორც გითხარით, ვართ მოლაპარაკებების პროცესში და გავდივართ ტექნიკურ საკითხებს. ვმუშაობთ და თუ „სტარბაქსი“ მიიღებს გადაწყვეტილ;ებას, იქნება მისი რესტორანი ჩვენთანაც“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გუგა ცანავამ.

განაგრძე კითხვა