"საგურამოში ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლი დააყაჩაღეს - ნაცემია ოჯახის დამხმარე და სახლის მომვლელი" - ტვპირველი
საგურამოში ბიზნესმენ გელა ბარკალაია დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვპირველი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნიღბიანებმა სასტიკად სცემეს ოჯახის დამხმარე, ასევე ნაცემია სახლის მომვლელიც. 70 წლამდე კაცი მძიმე მდგომარეობით, ამ დრომდე საავამდყოფოშია მოთავსებული, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
"არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი კაცი მძარცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში გაკოჭილი ჰყავდათ. როგორც "პირველებს" უყვებიან, შეიარაღებული პირები ეძებდნენ ფულს და ძვირფასეულობას, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ბარკალაია საგურამოს სახლში, თუჯის რეზერვურაში ინახავდა.
ინფორმაცია ყაჩაყობის შესახებ "პირველებს" გელა ბარკალაიამაც დაუდასტურა. ბიზნესმენის თქმით, ის და მისი ოჯახის წევრები შემთხვევის დროს აგარაკზე არ იმყოფებოდნენ.
თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ბიზნესმენის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა. როგორც ჩანს, გელა ბარკალაია აგარაკის გარემონტებას ახლა იწყებდა, ამიტომ ადგილზე სათვალთვალო კამერა დამონტაჟებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს ამბობს, რომ ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია" - აღნიშნულია ტელეკომპანიის ინფორმაციაში.