"საქართველოდან შოკისმომგვრელი ამბავია - ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ" - ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი - კვირის პალიტრა

"საქართველოდან შოკისმომგვრელი ამბავია - ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ" - ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი

ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ, - ასე ეხმაურება ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი BBC-ის საგამოძიებო სტატიას.

„ეს საქართველოდან ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია. ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ“, - წერს მაკკლირი X-ზე.

მისი თქმით, „ვლადიმერ პუტინმა მიზნის მიღწევა ვერ უნდა შეძლოს“.

„ისინი რუსული აგრესიისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფრონტის ხაზზე დგანან. ჩვენ ქართულ დემოკრატიას მხარი უნდა დავუჭიროთ“, - ბრიტანელი პარლამენტარი.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

"ინტერპრესნიუსი"