სომხეთში არქიეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი დააკავეს - მას აქტივისტისთვის ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ
სომხეთში ადგილობრივი სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისი ადვოკატის არსენ ბაბაიანის თქმით, არქიეპისკოპოსს ბრალი ედება იმაში, რომ მან თითქოს 2018 წელს კათოლიკოს გარეგინ მეორის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციისას, ერთ-ერთ აქტივისტს ჩანთაში ნარკოტიკი ჩაუდო, რათა მისი დისკრედიტირება მოეხდინა.
მანამდე გავრცელდა ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომლის ავტორების მტკიცებით, არქიეპისკოპოსი ქალთან ერთად არის აღბეჭდილი.თავად ხაჩატრიანმა ამას ფაბრიკაცია უწოდა.